ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"

ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"

მოახლოვდა არჩევნები და ყველას მოუნდა ბეჭდვითი, სატელევიზიო თუ ინტერნეტმედია, მაგარი დრო დგება. პროვოკატორი კი არა, ვერცხლისმოყვარე ჟურნალისტი რომ ვიყო, იცოცხლე, მაყუთს გავჭრიდი, მაგრამ ჩემი სიდედრის არ იყოს, ერთი ენამყრალი პროვოკატორი ვარ, ამიტომ გავკრავ კბილს (ჰკიდიათ, მაგრამ მაინც) ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს... ას, მოკლედ - ბევრ პერსონას.

სანამ სტატიას დავიწყებდი, თუ მედიაზე წერ, კოლეგიალობა დაიცავიო, - შემახსენა მეგობარმა ჟურნალისტმა. არ მჭირდება მე შეხსენება, სულ ასე ვშვრები, პროვოკატორებზე ცუდს არასოდეს დავწერ (ესენი არიან ჩემი კოლეგები) და თუ ვინმემ მაინც ჩათვალა, რომ კოლეგიალობა არ დავიცავი, მაშინ აღიაროს, რომ პროვოკატორია ისიც და ბოდიშს მოვიხდი. მაშ, ასე, წავიდა პროვოკატორობა!

ყველაფერი ინგა გრიგოლიათი დაიწყო (აბა, ინგას გარეშე რა უნდა დაიწყოს ჟურნალისტიკაში?!). გაუშვეს ჩვენი ინგა "იმედიდან" და სარედაქციო პოლიტიკას დააბრალეს. ბევრი იყვირა ინგამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე "ზეობიქტურმა" "რუსთავი 2"-მა დაიწყო - "ჰელფ, ჰელფ!"-ის ძახილი სიტყვის თავისუფლების სახელით. მოკლედ, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა!..

ქინძი და ბარიკადები მონელებული არ გვქონდა ერს, რომ უცებ ორი "გრეჩიხა" ერთად გამოხტა: პატარამ, - ტელევიზიის მფლობელი ვარო, და დიდმა, - დირექტორიო; ვინც ძველი დირექტორი იყო, იმან,- უიმე, გვიშველეთ, თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო, - და არც ერთი გაჩეჩილაძე ტელევიზიაში არ შეუშვა. მოკლედ, ტემპერატურამ მაღლა აიწია, ჩემნაირი პროვოკატორები სიხარულისგან სულ ხელებს იფშვნეტდნენ და ახალი, კაი ქართველური სისულელის მოლოდინით ვიყავით შეპყრობილი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ჩემო მკითხველო განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია