სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად

სად და როგორ შეიძლება გაატაროთ "ვალენტინობის უიქენდი" საყვარელ ადამიანთან ერთად

გადატვირთული და ხშირად სტრესული სამუშაო კვირის შემდეგ, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ ვალენტინობის დღესასწაული ახლოვდება. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში თუ ქალაქგარეთ სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 14 თებერვლის დადგომას ყველაზე მეტად რა თქმა უნდა შეყვარებული წყვილები ელოდებიან. სად და როგორ შეიძლება გაატაროთ სიყვარულის დღე საყვარელ ადამიანთან ერთად - AMBEBI.GE-მ მოიძია და "სავალენტინო ვიქენდის" გატარების რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ:

13 თებერვლის საღამოს "ოტიუმი" შეყვარებულ წყვილებს წინასავალენტინო საღამოზე უმასპინძლებს. ბარ-რესტორანში მონატრებული ჯგუფი "სახეს" გამართავს კონცერტს. ბილეთის ფასი 100 ლარია. როგორც რესტორანში აცხადებენ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მომხმარებელი საკმაოდ აქტიურობს.

13-14 თებერვალს სასტუმრო "ყაზბეგი რუმსიც" სპეციალური შეთავაზებით ხვდება შეყვარებულებს და მათ რომანტიკული განწყობის შექმნას პირდება. სასტუმროში 13 თებერვლის ვახშამი ორ პერსონაზე და საუზმე ვალენტინობის დღეს 135 დოლარი დაგიჯდებათ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სამთო კურორტს, გუდაურში წინასავალენტინო სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე რადიო "პალიტრის" შემოქმედებითი ჯგუფი იზრუნებს. სასიამოვნო მუსიკა, სახალისო აქსესუარები და პროფესიონალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობა - ეს იმ შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია, რასაც გუდაურში მყოფ წყვილებს და არამარტო მათ რადიო "პალიტრა" სთავაზობს. როგორც "პალიტრის" ივენთმენეჯერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 13 თებერვლიდან გამოცხადდება კონკურსი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის განმავლობაში რადიო "პალიტრას" ფეისბუქ გვერდზე განთავსდება 13 თებერვლის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები და ის, ვინც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდება. გამარჯვებული თხილამურებითა და ლოპოტაზე ორდღიანი საგზურით დაჯილდოვდება. ასე რომ, "სიყვარულის უიქენდს" რადიო "პალიტრის" დახმარებით კიდევ უფრო გაიხანგრძლივებთ. აღსანიშნავია, რომ რადიო "პალიტრა" ერთადერთია, რომლის სიხშირეც გუდაურზეც ვრცელდება. ღონისძიება, სასიამოვნო მუსიკისა და წამახალისებელი აქციებით დილიდან საღამომდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობა და გართობა რადიო პალიტრასთან" ერთად გუდაურის ნებისმიერი სტუმრისთვის უფასოა.

თუ თოვლიან გუდაურს ტბის პირას დასვენებას ამჯობინებთ, ვალენტინობისთვის "ლოპოტას ტბაზეც" განსაკუთრებით ემზადებიან. სასტუმრო კომპლექსი სტუმრებს რომანტიკულ გარემოში საუზმეს ორ პერსონაზე 90 დოლარად სთავაზობს. გათვალისწინებულია ფასდაკლებები სხვადასხვა პროცედურებზეც.

ცნობისთვის, ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. ვალენტინობას როგორც წესი ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ე.წ. "ვალენტინებს".

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია