გუდაურში დღეს თხილამურისა და ლოპოტას 2-კაციანი საგზურის მოგების შანსი გექნებათ!

გუდაურში დღეს თხილამურისა და ლოპოტას 2-კაციანი საგზურის მოგების შანსი გექნებათ!

13 თებერვალს რადიოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს "რადიო პალიტრა" გუდაურში, სადღესასწაულო ღონისძიებით აღნიშნავს.

ხვალ, გუდაურში მყოფ დამსვენებლებს სახალისო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მსურველებმა გუდაურში, გონდოლასთან, რადიო "პალიტრის" ბანერთან სახალისო ფოტო გადაიღონ. აღნიშნული ფოტო რადიო"პალიტრის" facebook გვერდზე განთავსდება.

ფოტოკონკურსი 2 კვირა, 13-დან 27 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები 27 თებერვალს გამოვლინდებიან. ყველაზე მეტი Like-ს მქონე ფოტოს ავტორი K2-ის ფირმის თხილამურს მოიგებს მაღაზია snowarena-სგან, ხოლო რადიო "პალიტრის" რჩეულს ლოპოტაზე 2 -კაციანი საგზური გადაეცემა.

რადიოს მსოფლიო დღე იუნესკომ 2011 წელს დააწესა. მსოფლიო ამ თარიღს წელს მეხუთედ აღნიშნავს. რადიო"პალიტრა" FM103.9-ზე 2008 წლიდან მაუწყებლობს. ამავე სიხშირეზე რადიო"პალიტრის" მოსმენა მსმენელებს გუდაურშიც შეუძლიათ.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია