"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"

"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის პირველობის I ტურში იტალიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან - სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხებასთან, ამ გუნდს მაინც ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს საიმისოდ, რომ ტურნირზე კვლავაც ბოლო ადგილი არ დაიკავოს. კვირას ის ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს.

სწორედ იტალიელთა წარუმატებელმა გამოსვლამ და საქართველოს ნაკრების პროგრესმა წარმოშვა ევროპაში ექვსი ერის პირველობის რეორგანიზაციაზე დისკუსიები. მართალია, ოფიციალურად "ექვსი ერი" ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ დასავლურ მედიაში უკვე ისეთი ფონია შექმნილი, რომლის მიხედვითაც, ცვლილება ტურნირს ჰაერივით ესაჭიროება.

იტალიის ნაკრებმა 16-ჯერ იასპარეზა ტურნირზე და 10-ჯერ ე. წ. ხის კოვზი დაიმსახურა, რომელიც მაჩანჩალა გუნდს ერგება. ამიტომაც საქართველოს ნაკრების პროგრესის ყველაზე მეტად იტალიაში ეშინიათ.

The Guardian სწორედ ამაზე წერს: "იტალიელთა წარუმატებლობა ქართველთა მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის. თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნების ფანებისთვის რომში ჩასვლა სტუმრად გაცილებით კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე - თბილისში".

"გარდიანთან" ინტერვიუში იტალიის ნაკრების ყოფილი მორკინალი კარლო დელ ფავა მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში მიღების მომხრე აღმოჩნდა: "მე საქართველოს "ექვს ერში" მიღების მომხრე ვარ. "ხუთ ერს" რომ არ მოეწადინებინა და ჩვენ არ მივეღეთ, ახლა იტალიური რაგბი ამ დონეზე არ იქნებოდა.

თუკი ფედერაციაში ადგილის დაკარგვის შიში აქვთ, მაშინ მათ სტრუქტურები შესაცვლელი ჰქონიათ. ეს რეფორმები კი ახლავე დასაწყებია. ასე რომ, გამოუშვით საქართველო".

იმავე თემაზე აქვს სტატია ბრიტანულ Express-საც. გამოცემა კატეგორიულია: "დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს, დასახოს გეგმა ტურნირის "შვიდ ერად" გადასაქცევად და დაიწყოს თბილისთან კოორდინაცია".

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია