უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს 15 თებერვალს სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ნაძალადევის, სამგორის, მთაწმინდის, საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებს.

"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება:

კრწანისის რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის, წინანაურის, მელქაძის, ბეჟან კალანდაძის, ბერძნის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი: ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, გახოკიძის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსებიძის, შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნორიოს აღმართის, თეთნულდის, კიკვიძის, ქინქლაძის, როსტოვის, მიჩურინის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი: გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას შესახვევისა და ვერეს შესახვევის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია