"არავითარი iPhone არ მიკურთხებია" - მამა იოანეს განმარტება ვიდეოზე, რომელიც კრიტიკის მიზეზი გახდა

"არავითარი iPhone არ მიკურთხებია" - მამა იოანეს განმარტება ვიდეოზე, რომელიც კრიტიკის მიზეზი გახდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში განიხილება iPhone-ების კურთხევის შესახებ ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო, რომელიც მედიით გავრცელდა.

​iPhone​-ების კურთხევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, მამა იოანე, განმარტებას აკეთებს.

როგორც საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" ეთერში მამა იოანემ განაცხადა, მან აკურთხა მაღაზია და არა ტელეფონები.

მამა იოანეს თქმით, გავრცელებული სიუჟეტის მომზადება, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა, შეთანხმებული არ ყოფილა და მას რომ ამის შესახებ სცოდნოდა, კურთხევის პროცესის გადაღებას არ დაუშვებდა.

"ჩავატარე მსახურება, ვაკურთხე მაღაზია. არავითარი iPhone არ მიკურთხებია. ასეთი რამ არ ხდება, რომ iPhone ან რაღაც ნივთი ვაკურთხოთ" - აღნიშნა მამა იოანემ. მისი თქმით, იკურთხება ხალხი და შენობა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია