„ორშაბათს კამერებიდან ამოიღებენ ჩანაწერს...“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას

„ორშაბათს კამერებიდან ამოიღებენ ჩანაწერს...“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას

გურამ შეროზიას ავტომობილს "ქარვასლას" წინ საბურავი დაუჭრეს. ინციდენტი ამბები.გე-ს თავად ბლოგერმა დაუდასტურა.

შეროზიამ რამდენიმე საათით ავტომობილი "ქარვასლას" შესასვლელთან გააჩერა. მას შემდეგ რაც სავაჭრო ცენტრი დატოვა, აღმოაჩინა, რომ მისი ავტომობილის საბურავები დანით იყო დაჭრილი.

ბლოგერმა საქმის უკვე ჩააყენა სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახური. ამჟამად "ქარვასლას" მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების შესწავლა ხდება.

მომხდართან დაკავშირებით შეროზიამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.

"ქარვასლას წინ საბურავი დამიჭრეს დანით. გირჩევ შენი ნებით გამოხვიდე და დამეკონტაქტო, ორშაბათს უკვე კამერებიდან ამოიღებენ ჩანაწერს (კართან მეყენა და პირდაპირ უყურებს კამერა).

ჰოდა, სანამ ორშაბათი გათენებულა, გირჩევ შენი ფეხით მობრძანდე, რამე თუ ახალი საბურავის ყიდვით რომ არ შემოვიფარგლები და აუცილებლად გავუპრობლემებ, ამაში იმედია ეჭვი არავის ეპარება.

გამოჩენის დედლაინი: ხვალ, დილის 12 საათამდე, არაუგვიანეს!

პ.ს. სიმშვიდეს ვინარჩუნებ", - წერს შეროზია.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება