დღეს მორიგი გამარჯვების დღეა!!!

დღეს მორიგი გამარჯვების დღეა!!!

რაგბი ინგლისური თამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა ბრიტანელები, ამ თამაშს ჩვენ გამოვიგონებდით (პრინციპში ჩვენებური ლელო-ბურთიც ხომ რაგბის ნაირსახეობაა, უბრალოდ, რაგბი უფრო დახვეწილია).

ჩვენში, რაგბის პოპულარობა იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ამ დიდებული სპორტის მიმდევარია, ჩვენი "ბორჯღალოსნები" ყოველ თამაშს ისე თამაშობენ, თითქოს მათ წინ არა უბრალო მეტოქე, არამედ საქართველოს დაუძინებელი მტერი იდგეს. ეს შემართებაა იმის მიზეზი, რომ ყოველი ბრძოლის წინ ცეცხლი ინთება, მთელი თამაში ღვივის და არც მსაჯის საფინალო სასტვენის მერე ნელდება, რადგან დასრულებული თამაშის მერე ყველაზე ამაღელვებელი ნაწილის დრო დგება - ტრიბუნასთან მისვლა და გულშემატკივრისთვის მადლობის თქმა და ეს ყველაფერი "მრავალჟამიერის" ფონზე.

მადლობის გადახდა დიდსულოვანი საქციელია, წესით აქეთ უნდა ვუხდიდეთ ამ ბიჭებს მადლობას იმ თავდადებისათვის, რასაც 80 წუთის მანძილზე გვიჩვენებენ, მაგრამ არა, მოდიან და თავმდაბლად გვიკრავენ ტაშს, გვემადლიერებიან.

უნივერსიტეტში, ქართული ენის ერთი ლექტორი მყავდა. მართალია, 1 წელი გვიკითხავდა, მაგრამ მისი ახსნილი არც მწკრივები და სერიები მახსოვს, არც ზმნის უღლება, თუმცა ერთი ნათქვამი კარგად დამამახსოვრდა: ადამიანობა მხოლოდ ორ ფეხზე სიარული არააო. სპორტსმენობაც მხოლოდ თამაშის დაწყებიდან-დასრულებამდე გამოჩენილი სპორტული ოსტატობა არაა, სპორტსმენი მაშინ ხარ, როცა თამაშის დასრულების მერე (არ აქვს მნიშვნელობა შედეგს), შენ სახეს ინარჩუნებ. ჩვენ ბიჭებს ეს შეუძლიათ!

რაგბში ერთი დიდებული წესია, მატჩის მერე ჯერ დამარცხებული გუნდი გაივლის გამარჯვებული გუნდის მიერ დაყენებულ დერეფანში, სადაც გამარჯვებულები ტაშით ამხნევებენ დამარცხებულს და მერე უკვე დამარცხებული გუნდი უკრავს ტაშს და გამარჯვებას ულოცავს მეტოქეს. ეს რაგბის დაუწერელი კანონია და ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ათიოდე წუთის წინ არსებული მტრობა დასრულდა.

დღეს ჩვენ "ბორჯღალოსნებს" პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან აქვთ შეხვედრა. პორტუგალიელი "მგლები" კბილებს ილესავენ, რომ მოიგონ, მაგრამ ჩვენი ბიჭებიც არ არიან გულხელდაკრეფილნი. 2015 წლის მსოფლიო თასზე მოგებული 2 თამაშით იმას მივაღწიეთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად ვხვდებით და ეს 4 წელი ექსპერიმენტებისთვის დრო გვაქვს. სწორედ ამის შედეგია ის იდეალური ნაზავი გამოცდილი და ახალგაზარდა მორაგბეებისა, რომლებიც დღეს ეროვნულ გუნდში არიან.

დღესაც დიდი ბრძოლა იქნება, გამარჯვებას ლანგრით არავინ მოგვართმევს, მით უფრო ისეთი მებრძოლი გუნდი, როგორიც პორტუგალიას ჰყავს, მაგრამ როდის იყო "ბორჯღალოსანს" ომის ეშინოდა?! ჰოდა, არც დღეს შეეშინდებათ და 80 წუთის მანძილზე შეუპოვარი ბრძოლით დაამტკიცებენ ვინ ვინაა!

დღეს მორიგი გამარჯვების დღეა!!!

დღეს რაგბია!!!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია