რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში

რადიო "პალიტრის" მხიარული აქცია გუდაურში

რადიოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რადიო "პალიტრა" გუდაურში საზეიმო ღონისძიებას მართავს. გონდოლასთან მიმდინარე კონკურსში მსურველებს თხილამურებისა და ლოპოტაზე ორკაციანი საგზურის მოგების შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში "პალიტრა მედიას" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირინა კეიდიამ აღნიშნა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რადიო "პალიტრის" მსმენელებისთვის საჩუქრის გაკეთება სურდა. მისივე თქმით, რადიო "პალიტრის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველები გუდაურში უნდა მივიდნენ გონდოლასთან, იპოვონ რადიო "პალიტრის" ბანერი, გადაიღონ სახალისო ფოტო, მოძებნონ აღნიშნული ფოტო რადიო "პალიტრის" ფეისბუქის გვერდზე და მოინიშნონ თავი.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტი მოწონების მქონე ფოტო მოიგებს თხილამურს მაღაზიისგან Snow Arena, ხოლო რადიო "პალიტრის" რჩეულს გადაეცემა ორკაციანი საგზური ლოპოტაზე. ფოტოკონკურსი გაგრძელდება ორი კვირა, 13-დან 27 თებერვლამდე. გამარჯვებული კი 27 თებერვალს გამოვლინდება.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

პრომო გოგოები სათხილამურო ტრასებთან ფლაერებს არიგებენ და დამსვენებლებს კონკურსში მონაწილეობის მიზნით რადიო "პალიტრის" ბანერთან იწვევენ. დამსვენებლების ნაწილი კი, მხიარულ ფოტოებს იღებს. მათ რადიო "პალიტრის" მიერ მომზადებული შესაბამისი ატრიბუტიკაც უწყობთ ხელს სახალისო ფოტოების გადასაღებად.

რადიო "პალიტრა" FM103.9-ზე 2008 წლიდან მაუწყებლობს. აღსანიშნავია, რომ "პალიტრა" ერთადერთი რადიოა, რომელსაც გუდაურში უსმენენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია