კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:57 / 14-02-2016
ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა და რატომ აღნიშნავენ მას? - რა ვიცით ამ დღის შესახებ
14 თებერვალი კათოლიკე მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს- აგრეთვე ვალენტინს. ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი სხვადასხვა მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით, აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა.

მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ლეგენდის თანახმად, კლავდიუს II-მ (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას მას დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილი შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინისაგან". ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ამბავი, რომლის მიხედვითაც წმინდა ეპისკოპოსი ვალენტინი არღვევდა კლავდიუს II-ის ბრძანებას სამხედრო სამსახურში მყოფთა ქორწინების აკრძალვის შესახებ და შეყვარებულ წყვილებს ფარულად აქორწინებდა, თვით კათოლიკური ეკლესიის მიერ მხოლოდ ლეგენდად მიიჩნევა - იმ დროს ქორწინების ქრისტიანული რიტუალი ჯერ არც იყო შემუშავებული. ამასთან, "ვალენტინობას" უკავშირებენ სხვადასხვა წარმართულ დღესასწაულებსა და ხალხურ ჩვეულებებს. ერთ-ერთი ვერსიით, იმ დღეეებში რომში პატივს მიაგებდნენ ქალღმერთ იუნონას (შეყვარებულ წყვილთა მფარველს) და შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს გადასცემდნენ. ქრისტიანებმა გადაიღეს ეს ჩვეულება, ოღონდ ბარათებზე წმინდანთა სახელებს წერდნენ. ამიტომაც დაუკავშირდა წმინდა ვალენტინის სახელი ამ დღეს - ამ დროს ხომ მისი ხსენება იყო.

ვფიქრობ, ზედმეტია ვიკამათოთ იმაზე, თუ რატომ გვიხარია, ან არ ვაღიარებთ 14 თებერვალს (ან სულაც ვაღიარებთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ).

დღეს ყველას თავისი ვალენტინი ჰყავს და მისი ნებაა, როგორ აღნიშნავს ამ "დღესასწაულს".
დღეს კიდევ ერთხელ ეძლევათ მამაკაცებს განაკუთრებული შანსი, შეუქმნან რჩეულებს დღესასწული. მაგრამ 8 მარტისა არ იყოს ... მოვიშველიებ ნაწყვეტს ფილმიდან "მზე შემოდგომისა" და აქვე დავწერ: "ძვირფასო მამაკაცებო! როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ლექსები გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ კიდეც… "

... და მათ, ვისთანაც ვალენტინი  ჯერ მისულა, ოტია იოსელიანის სიტყვებით გამოვეხმაურები:
"სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!" ...

გილოცავთ 14 თებერვალს, განსაკუთრებული ყურადღებით და სიყვარულით სავსე დღეს!

ნანა ჩხაიძე
AMBEBI.GE

P.S. ვალენტინის ხსნების დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია მომზადებულია ვიკიპედის  მიხედვით.
10:17 / 15-02-2016
შეყვარებულების მფარველი კი იყო და ასევე პირველი ვინც შეყვარებულ მამაკცაებს მისცა ქორწინება ნუ მე ეგრე ვიცი ეგ ისტორია
...
10:15 / 15-02-2016
მოკლედ. ამერიკელებმა კომერციისთვის მოიგონეს საჩუქრების გასაყიდად,
ყველა "დღესასწაული" ასე არაა?
მაგალითად 8 მარტი- ტიტების გასაღებისთვის....
asea ees
მსგავსი სიახლეები
ვალენტინმა ლიზასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა 13 წლის იყო
PHOTO+VIDEO მურადი და ნატალია საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იმყოფებოდნენ
შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მეტ კმაყოფილებას განიცდიდა, როდესაც...
როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები სექსის დროს ტკივილსა და არასასიამოვნო შეგრძნებებს განიცდიან
გაგიკვირდებათ და ნუმეროლოგიური პრინციპები, არამხოლოდ ადამიანის ბედზე,
ხშირ შემთხვევაში, თქვენდამი მომატებული ყურადღება - დანაშაულის დაფარვის მიზნით
გიამბობთ იმ ცნობილი ქართველი ქალების შესახებ, ვისი სიყვარულის ისტორიაც ტრაგიკულად დასრულდა
"დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით - სიყვარულით"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:02 / 23-07-2016  Image 6 წლის ანა ავალიანის ოჯახი საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს სასწრაფოდ დახმარებისთვის მიმართავს
გოგონას მშობლები შვილის საქართველოში სასწრაფოდ გადმოყვანაში ითხოვენ დახმარებას.
17:31 / 23-07-2016  Image სად არიან დასაქმებული მინისტრების ოჯახის წევრები
გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე მაია ცინაძე უმუშევარია
11:24 / 22-07-2016  Image "ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე
"ფეისბუქზე მისი ბოლო პოსტი რატომღაც სიკვდილზე და აორთქლებაზე იყო..."
12:30 / 23-07-2016  Image ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა
+VIDEO მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა
19:45 / 23-07-2016  Image "სასწაულია, თუ როგორ გადაურჩნენ დანარჩენები სიკვდილს" - კიდევ ერთ ავტოავარიას შეწირული 4 სიცოცხლე
"ამ ტრაგედიის შედეგად 4 ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49