კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:12 / 13-02-2016
ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან
ვალენტინობასთან დაკავშირებით, ჩვენამდე ბევრმა ლეგენდამ მოაღწია. დიდი ხანია, ყოველ 14 თებერვალს, უცხოელები ამ დღესასწაულს ზეიმობენ, ხოლო საქართველოში "შეყვარებულების დღეს" ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნავენ.

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- ვერ ვიტყვი, რომ ვალენტინობას მე და ვახო განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. არც ისე ხდება, რომ ვინმეს დავურეკო და მივულოცო.

- ამ დღეს მეუღლე უსაჩუქროდ გტოვებს?

- სუნამოს ან სამკაულს მჩუქნის და მეც ვცდილობ, გავახარო. ამ დღეს უსაჩუქროდ არასდროს ჩაუვლია, მაგრამ ესეც თუ არ მოხდება, პრობლემა არ არის.

- რომანტიზმი რა დოზითაა თქვენს ურთიერთობაში?
- ზომიერად. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ერთმანეთი გავახაროთ.

- ვახოსთან ერთად გატარებული ყველაზე რომანტიკული დღე გაიხსენე.
- 2 წლის წინ, მე და ვახო ჩემს დაბადების დღეს მარტო წავედით ყვარლის ტბაზე და ის რომანტიკული საღამო ჩემთვის სიურპრიზი იყო. რამდენიმე წლის წინ, ვიდრე დავოჯახდებოდით, ახალი წელი ახლოვდებოდა, პირველად რომ მოვიდა ჩემთან და 2-მეტრიანი ნაძვის ხე მომიტანა. ეს ნაძვის ხე მეხსიერებაში სულ მექნება.
შეყვარებულობის პერიოდში ვახოს მოწერილ მესიჯებს რვეულში ვიწერდი, ის რვეული კი, რა თქმა უნდა, შენახული მაქვს (იცინის) და რომ მოვინდომო, დიდი კრებული გამოიცემა. ლექსად მოძღვნილი მესიჯები იყო და რომელ საათზე, რომელ წუთზე მოვიდა, ამასაც კი ვიწერდი. ამას ვინმე ნორმალური გააკეთებდა? ასე დაახლოებით ნახევარი წელი გრძელდებოდა. მესიჯები ბოლოს დაახლოებით, 2 წლის წინ წავიკითხე.

- ჩანაწერებს რომ აკეთებდი, ვახომ იცოდა?

- არა, ეს მოგვიანებით ვუთხარი და ესიამოვნა.

***

მანანა კოზაკოვა, მსახიობი:

- ვალენტინობა ახალგაზრდა წყვილების დღეა. გული მწყდება, რომ ჩემს ახალგაზრდობაში არ აღვნიშნავდით. დღე, რომელიც ძალიან დიდი პოზიტივის მატარებელია, რომელიც სიყვარულით, მზრუნველობითა და სითბოთია გაჯერებული, რატომ არ უნდა აღინიშნებოდეს? მე კეთილი ზღაპრების მჯერა.

- ბატონი ლევანი როგორი მეუღლეა? რომანტიკული?

- რა თქმა უნდა!

- თქვენს გაოცებას ხშირად ახერხებს?

- მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. საჩუქრებს ყოველთვის დიდი მონდომებით არჩევს. ვცდილობთ, ერთმანეთი შეძლებისდაგვარად გავახაროთ.
საჩუქრის შეძენა მთელი რიტუალია. ლევანი მიდის შესარჩევად, ღელავს, ყიდულობს, მერე მალავს, განიცდის და ნერვიულობს, - რომ არ მომეწონოს? განა, ეს დამოკიდებულება დასაფასებელი არ არის? მახსოვს, თინათინი რომ გავაჩინე, მაშინ პატარები ვიყავით და რომელ მატერიალურ კეთილდღეობაზეა ლაპარაკი, როცა ზოგადად ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი იყო! მაშინ ლევანი გერმანიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მისი მეგობრები მიყვებოდნენ, თინათინისთვის ნაყიდი ტანსაცმელი ოთახში ლურსმნებზე ჰქონდა დაკიდებული, უყურებდა, მერე ჩაალაგებდა, ამოალაგებდა, ჩაალაგებდა, ისევ ამოალაგებდაო... გერმანიიდან კაბა ჩამომიტანა: მაშინ წონაში ძალიან მომატებული ვიყავი და ამ კაბას ჰქონდა ძალიან ბევრი "ზბორი" (იცინის). თავად როგორსაც მხედავდა, ისეთი აღნაგობისთვის შემირჩია. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია... ყოფილა შემთხვევა, რაღაც არ მომწონებია, მაგრამ მითამაშია, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ამას მოგვიანებით მიმხვდარა, მაგრამ იმ წუთში ჩემი სიხარულით ისიც ხომ ხარობდა?! ამბობს ხოლმე, - მე ვიცი, მანანას რა უნდა აჩუქო. ეს სუნამოა - ყველა შემთხვევაში მოგებული ხარო.
როდესაც გასტროლზე ვარ, მისთვის საჩუქრის შერჩევა არის მთავარი ამოცანა. მართლა დამღლელია მონახო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზუსტად ის, რაც გაუხარდება. ჩასაცმელზე თუ ვაკეთებ არჩევანს, ხან ონისე ონიანს ვაზომებ, ხან - როლანდ ოქროპირიძეს და მთელი ამბავია. მინდა, მის გემოვნებას დაემთხვეს, გაუხარდეს. საჩუქრებს ჩემოდანში ზემოდან ვალაგებ, რომ გახსნისას ადვილად იპოვოს და არ ეძებოს. ამ დეტალებისგან შედგება ჩვენი ურთიერთობა. ჩვენს ცხოვრებაში ყოფითი პრობლემები ისეთი სისწრაფით იჭრება, რომ ასეთი წვრილმანები არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს ხომ ისეთი მნიშვნელოვანი განცდისთვისაა აუცილებელი, რასაც ბედნიერება ჰქვია. ურთიერთობაში რომანტიზმი აუცილებელია.

- მუდმივად რეპეტიციაზე, გასტროლზე, სპექტაკლზე ხართ. ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებას, რომანტიკული საღამოების მოწყობას ხშირად ახერხებთ?
- რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის მიღმა, რაც შენ ჩამოთვალე, არის ჩვენი ცხოვრება. ძალიან გვსიამოვნებს ბეთანიის აგარაკზე ასვლა. წყვილისთვის აუცილებელია, დროის გარკვეული მონაკვეთი განმარტოებით გაატარონ. შესაძლოა, ერთად რაიმე ფილმს უყურონ ან სულაც, ჩუმად ისხდნენ. არ არის აუცილებელი სანთლების შუქი, რესტორანი, გასართობი ცენტრი და ა.შ. ჩვენ ერთმანეთს წიგნებსაც ვუკითხავთ. ეს ურთიერთობას აახლებს და სხვაგვარ ხიბლს სძენს.

წაიკითხეთ სხვა ცნობილების ამბები
13:25 / 15-02-2016
მივმართამ ბიძინიჩებს, ნახეთ ისტამბულში როგორ დააფასეს პენსიონერები?????საუკეთესო საჩუქრები გადასცეს, ჩამოუყენეს სვადასხვა მარკის მარკის მანქანები, ძველი ფირმების ჭარბობდა, ჩააცვეს ძვირფაი კაბები აცეკვეს ამღერეს,მერე ყვავილების თაიგულებით მორთული მანქანებით მთელი სტამბული შემოატარეს. დაახლოებით 500 პენსიონერი იქნებოდა. ისსინი ყველა ღიმილით და ახალგაზრდული შემართებით ბედნიერები იყვნენ.ყველა პენსიონერს მიულოცეს ვალენტინობა და ვინც ამ ცერემონიალს ვერ ესწრებოდა მათ საჩუქრები გაუგზავნეს. აი ამას ქვია მთავრობა და პენსიონერების დაფასება.აბა თქვენ რა გქვიათ-ღორები= სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ღმერთს ვთხოვ თქვენც მიგებაძოთ. გადაგსხმოდეთ იმათი წყალი. ამინ
pensionerebi
11:32 / 15-02-2016
მაგარი გოიმები, ხამები და არაქრისტიანები ვართ. რა ვალენტინობა რისი ვალენტინობა აზრზე არ ხართ
ia
მსგავსი სიახლეები
უმეტესობას სტაბილური და მყარი ოჯახი აქვს. თუმცა გამონაკლისებიც არის
სალომესთვის ეს პირველი შვილია, მისი მეუღლისთვის - მეორე
სალომემ მეუღლეს ძალიან საინტერესო ხერხით შეატყობინა ორსულობის შესახებ
თუ თქვენ ცნობილი ადამიანების რეალური საცხოვრებელი ადგილი გაინტერესებთ
5 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი, 3 ავტოფარეხი, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი და ნახევრადსარდაფი
"ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს
ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 26-06-2016  Image "თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე
"უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა"
11:29 / 26-06-2016  Image "ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს
"თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია..."
14:15 / 26-06-2016  Image რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
+PHOTO დაუზუსტებელი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია
15:01 / 26-06-2016  Image 42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა
22 წლის მედისონი ადგილზე დაიღუპა, 17 წლის ტეილორი კი საავადმყოფოში
12:14 / 26-06-2016  Image "ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ
"ერთმა ჩემზე დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49