კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:28 / 14-02-2016
"დანაშაულია იმის თქმა - ჩვენი გამომუშავებული დენი რა უფლებით უნდა მივაწოდოთ აფხაზეთს"
"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. დეფიციტის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

რამდენად დგას საფრთხის ქვეშ აფხაზური მხარის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, კომენტარისთვის ენერგეტიკოს გია არაბიძეს ვთხოვეთ: "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლება აფხაზებისთვის ეს მართლაც დიდი პრობლემაა და ამით მართლაც შეექმნებათ ელექტრო-ენერგიის დეფიციტი. პრაქტიკულად შეუძლებელია მათ რუსეთიდან მიიღონ ენერგია. კი, არსებობს სოჭის 220-იანი გადამცემი, თუმცა აქედან ელექტრო-ენერგიის მიღება ძალიან პრობლემატური იქნება, შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა რჩება საქართველო.

- ანუ გამოდის აფხაზური და ქართული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ?
- დიახ, ეს აუცილებელია და ეს უნდა იყო წმინდად ენერგეტიკოსების მოლაპარაკების საგანი, რადგან აფხაზებთან სრული გაგება და ურთიერთობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს. ჩვენ ამ საქმის სპეციალისტები ძალიან იოლად ვსაუბრობთ ერთმანეთთან, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს მოლაპარაკებაც ენრგეტიკოსებს შორის და თუ აფხაზურ მხარეს რამე პრობლემა ექმნება ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ისეთივე ნაწილია, როგორც იმერეთი და თუ იმერეთს აქვს ელექტრო-ენერგიის პრობლემა უარი უნდა ვუთხრათ დახმარებაზე?!

- ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა რამდენად სწორი იქნება?
- ეს იქნება ძალიან ცუდი, თუ ჩვენ ამას პოლიტიკას მივაბამთ სიტუაციას დავძაბავთ და ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ, ენერგეტიკოსები პოლიტიკის გარეშე ძალიან კარგად ვურთიერთობთ და ამ თემის პოლიტიზირება ამ ურთიერთობას აუცილებლად გააფუჭებს. ერთ მაგალითს გეტყვით - როცა ჩვენ აფხაზეთიდან წამოვედით და როცა აღარაფერი არ ფუნქციონირებდა, ერთადერთი რამ რაც მუშაობდა იყო საბერიოში მდგარი ენგურ-ჰესის სადგური, სადაც თანამშრომელთა 99% იყო ქართველი. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა ეს სადგური და აფხაზურ მხარეს არავითარი პრობლემა არ შეუქმნია მათთვის. დანაშაულია იმის
You must have Flash Player installed in order to see this player.
თქმა - ჩვენი გამომუშავებული დენი რა უფლებით უნდა მივაწოდოთ აფხაზეთს. აუცილებლად უნდა მივაწოდოთ რადგან ეს ჩვენი ტერიტორიაა!

- ენგურზე წყლის დეფიციტი, მთლიანი ქვეყნის ენერგოსისტემაზე თუ მოახდენს გავლენას?
- ჩვენ ამ ყველაფრის დაბალანსების საშუალება გვაქვს, რადგან გარდაბანში აშენდა 340 მეგავატიანი თბოელექტრო სადგური, გარდა ამისა სრული დატვირთვის იმუშავებს სხვა სადგურებიც, იმუშავებს მესამე, მეოთხე ბლოკები და სხვ. ასე რომ ჩვენ გვაქვს საშუალება და რეზერვები რომ ეს დეფიციტი შევავსოთ, რასაკვირველია ეს ყველაფერი ენგურ-ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტრო-ენერგიაზე გაცილებით ძვირი იქნება, მაგრამ ჩვენი ვალია ეს დავარეგულიროთ.

- ცნობილია, რომ თუ არიქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს. თუ ყოფილა აქამდე მსგავსი პრეცედენტი?
- წყლის ნაკლებობის გამო ტურბინები გაგვიჩერებია, რადგან თუ გარკვეულ სიმაღლეზე ქვემოთ მოხდა წყლის დამუშავება, იქნებ საშიშროება რომ ტურბინა ჰაერს ვერ აიღებს და ვერ მოხდეს ჰიდრავლიკური დარტყმა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ მინიმალურ დონეს.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
11:45 / 17-02-2016
თქვე უგნურებო,როგორც დღეს უხდის საქართველო გარკვეულ პროცენტს აფხაზეთს მომავალშიაც გადაუხდის აუცილებლად,რადგან პულტი აფხაზეთშია, მიაწოდებ წყალს გექნება ენერგია,არ მიაწოდებ წყალს დარჩები პირღია, ეს რეალობაა
manana
22:00 / 15-02-2016
იმერეთმა რომ დენის გადასახადი არ გადაიხადოს ან რომელიმე კუთხემ მისცემტ დეენს უფასოდ?რა სისულელეა.გადაიხდიან მივცეთ,არ გადაიხდიან იჯდნენ სიბნელეში.მაგ ხალხი სიკეტეს ვერ ხედავს ვერაფერს.როცა დრო მოვა კიდევ აფხაზეთის დაბრუნების,ერთი სულიერი აფხაზიც კი არ უნდა დარცეს მანდ ვინც დღეს ცხოვრობს..
giorgi
მსგავსი სიახლეები
მეომრის დღიურებიდან: - როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში
+PHOTO ქალაქში დღეს დაახლოებით 5 000 ადამიანი ცხოვრობს
"საქართველომ გადაწყვიტა ვიზალიბერალიზაციის სახით აფხაზებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს"
"საქართველო ვიზალიბერალიზაციას ზეიმობს, ჩვენ - დონეცკსა და ლუგანსკში პასპორტების რუსეთმა რომ აღიარა..."
"აფხაზეთი არის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანა და  სომხები მის ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან"
აფხაზეთში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან
აფხაზეთში სამხედრო სწავლებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეეწირა
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
რა მოჰყვება აფხაზი ოპოზიციონერის დაკავებას?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
15:37 / 25-02-2017  Image "ყოველი ხელფასიდან ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს..." - ის, რაც მაია ასათიანის შესახებ ბევრმა არ იცის
"ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა"
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49