ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება - ადამიანებს, როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით - ილია მეორე

ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება - ადამიანებს, როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით - ილია მეორე

ადამიანი უფალს თუ დაუახლოვდება დამშვიდდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.

პატრიარქმა ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანი ისევე ღელავს, როგორც ბუნება. მისივე თქმით, ადამიანის დამშვიდებისთვის საჭიროა გულწრფელი ლოცვა.

"ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.

ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით", - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღევანდელ ადამიანს უპირველეს ყოვლისა უიმედობა ახასიათებს. ამის გამოსასწორებლად კი უფალს უნდა შესთხოვოს ადამიანმა, რომ გახსნას მათი გულები და გონება, რათა ჭეშმარიტება შეიმეცნონ.

"რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ.

უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა ადამიანი იმ ნავს შეადარა, რომელშიც ბიბლიის მიხედვით მაცხოვარი მოციქულებთან ერთად მღელვარე ზღვაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია