"ცხოვრება სასრულია, არ გინდა ცოდვებით დამძიმებული წახვიდე..." - გოგა ხაინდრავა შეცდომებსა და სინანულზე

"ცხოვრება სასრულია, არ გინდა ცოდვებით დამძიმებული წახვიდე..." - გოგა ხაინდრავა შეცდომებსა და სინანულზე

კინოდოკუმენტალისტი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, აქტიური პოლიტიკური მოღვაწე - ეს გოგა ხაინდრავას საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. ახლა მრავალსერიან მხატვრულ ფილმზე "9+1"-ზე მუშაობს. "რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით მეტად ფიქრობ, რა გელოდება ხვალ და ზეგ. ცხოვრება სასრულია, ამიტომ არ გინდა ცოდვებით დამძიმებული წახვიდე ამ ქვეყნიდან. ამიტომ თანდათან უფრო ლმობიერი და შემწყნარებელი ხდები..." - ამბობს PALITRANEWS-ის ბლიცინტერვიუში 65 წლის რეჟისორი.

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

- ქვეყანა რომ ასეთ დღეში ჩავარდებოდა და ასეთი უნამუსობა იმეფებდა საქართველოში... ტრადიციულ ქვეყანაში, სადაც ღირსება, რწმენა პატივისცემა, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა საზოგადოებაში, ეს ქვეყანა თუ ასე დაეცემოდა, ვერ წარმოვიდგენდი.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ერთსქესიანი ქორწინება

- ვნანობ...

- ძალიან ბევრ რამეს. ბევრ საქციელს ვნანობ. უპატიებელი არაფერი, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვი და ვნანობ.

- მომენტი, რომელმაც შემცვალა...

- პირველი ციხე, მეორე - ომი. ყველაზე მეტად ომმა შემცვალა. ომიდან სხვა კაცი დავბრუნდი. სხვა კაცი წავედი და სხვა კაცი დავბრუნდი...

- მშვიდად ვარ როცა...

- როდესაც ჩემ შვილიშვილებს ვეთამაშები... და როდესაც ეკლესიაში ვარ

ნახეთ ვრცლად ბლიცინტერვიუ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია