კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:24 / 16-02-2016
ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს
21-ე საუკუნეში მედიცინის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. თუ ადრე ადამიანები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ ზოგიერთი დაავადების დიაგნოზის დასმა შეუძლებელი იყო, ახლა ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა. უფრო მეტიც - შესაძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, რა დაავადება შეიძლება აღმოგვაჩნდეს. მთავარია, შესაბამისი ფინანსები გვქონდეს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში.

ყველაზე ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევები ლიმბახის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ტარდება. კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ ანალიზებს და კვლევებს ექიმები გერმანიაში გზავნიან, საიდანაც ზუსტი დიაგნოზის მიღება არის შესაძლებელი.

მაკა ბარნოვი, ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი, კლინიკური მენეჯერი: ლაბორატორიულ ანალიზს მკურნალი ექიმი ნიშნავს. პაციენტი ან პროფილაქტიკური კვლევებისთვის მოდის ჩვენთან ან ექიმის მიერ აქვს დანიშნული კვლევა. ყველაზე ძვირადღირებული კვლევა არის გენეტიკური ტესტები. არის დაავადებები, რომლებიც გენთან არის შეჭიდული და გენეტიკური ტესტები სჭირდება. გენეტიკური კვლევები სამსაფეხურიანია და ზოგჯერ 18 000 ლარიც ჯდება, მაგრამ პაციენტს შეუძლია მკურნალობა პირველ ეტაპზე შეწყვიტოს და ნაკლები თანხა დაუჯდება დიაგნოზის დასმა. არსებობს ასეთი დაავადება, კუნთთა დისტროფია, რომლის გენეტიკური კვლევა 13 000 ლარი ღირს. 5000 ლარამდე ჯდება ციტოგენეტიკური კვლევები, რომლითაც წინასწარ შეუძლია პაციენტს განსაზღვროს, აქვს თუ არა ძუძუს კიბოს რისკი. არსებობს დაავადება მელოლეიკოზი, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს ე.წ. ფილადელფიური ქრომოსომის გამოკვლევა, რომელიც ორი მეთოდით ტარდება, ეს არის ლეიკოზების კვლევა და მისი ღირებულება 2700 ლარია. 1211 ლარი და 80 თეთრი ღირს, თრომბოზის რისკის განმსაზღვრელი პიჯიეს გამოკვლევა. რაც შეეხება უროლოგიურ დაავადებებს, თირკმლის ბიოფსიის კვლევისას აუცილებელია თირკმლის ბიოფტატის გამოკვლევა, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება დიაგნოზი და ეს კვლევა 780 ლარი ღირს.

მერი მაღრაძე, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: არის ლაბორატორიული კვლევები, რომლებსაც ლიმბახის კლინიკის მეშვეობით გერმანიაში ვგზავნით და მათი ფასი, რა თქმა უნდა, ძვირია. თუმცა, იმ კვლევების ფასებს გეტყვით, რომელსაც ადგილობრივად ვატარებთ
ჩვენთან. ჩაჩავას კლინიკაში ყველაზე ძვირადღირებულია ე.წ. ორმაგი ტესტი, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტარდება დაუნის სინდრომის გამოსაკვლევად და მისი ღირებულება 140 ლარია. 203 ლარი ღირს პაპილომა ვირუსის გამოკვლევა, 85 ლარი ღირს ვიტამინი D3-ის კვლევა. რაც შეეხება ძვირადღირებულ კვლევებს, რომელსაც საზღვარგარეთ ვგზავნით, ჩვენთან ყველაზე ძვირადღირებულია კარიოტიპირება ანუ ქრომოსომების გამოკვლევა და მისი ფასი 855 ლარია.

რაც შეეხება კიდევ ერთ კლინიკას, სადაც ლაბორატორიული კვლევები ტარდება, "ავერსის" კლინიკაში ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან ყველაზე ძვირადღირებულია იმუნოჰისტოქიმიური კვლევა და მისი ფასი 300 ლარია. ეს არის მორფოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით დგინდება სიმსივნურია თუ არა ესა თუ ის წარმონაქმნი. 260 ლარი ღირს ორი კიდურის კომპიუტერული ტომოგრაფია რენდგენის სხივებით, ხოლო პაპილომა ვირუსის PCR კვლევა 165 ლარი - "ავერსის" ლაბორატორიაში.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
18:12 / 16-02-2016
asineta
0
ttttttt-ს. რატომ ნევრიულობ. ძვირადღირებული კლინიკები შენისთანა ადამამიანებზე არ არის გათვლილი ჯიგარ. მთავარია იყავი ჯანმრთელი, რაც სწორი ცხოვრების სტილიტაც მიიღწევა. ასე, რომ თუ ფული არ გაქვს, ყველაფერი არ არის დაკარგული.
18:06 / 16-02-2016
ნინო
0
ეს გათვლილია მხოლოდ პრემია დანამატებზე მარტო მათ შეუძლიათ ამდენის გადახდა ღმერთმა ყველას გვარიდის ჩვენ და იმათთან მივიდეს ესეთი ავადმყოფობა მისაც შეუძლია გადახდა რომ როგორმე დახარჯონ არ დაუობდეთ იხრათ ნაშოვი ფულები
მსგავსი სიახლეები
ინკუბაციურ პერიოდს 15-30 დღის განმავლობაში გადის, მერე კი უცბად ვლინდება მწვავე კლინიკური სურათი
რუსმა ოლიგარქმა ალექსეი შაპოვალოვმა მისი შვილების დედა, 27 წლის ქსენია ცარიცინა ცოლად მოიყვანა
გარეთ და შიგნით სხვაობა 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი
მეღვინეები ერთმანეთისგან განასხვავებენ ღვინის ზადსა და დაავადებას
"ქარ­თ­ვე­ლი და­ბა­დე­ბი­დან, აკ­ვ­ნის მსგავ­სად, უნა­გირს იყო შეზ­რ­დი­ლი"
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიირთმევს გაყინულ საკვებ პროდუქტებს
ამ უცნაურ ფაქტს პირველად ბერძენმა მედიკოსებმა მიაქციეს ყურადღება
ყოველი 30-40 წუთის შემდეგ, 2-3 წუთით მზერა კომპიუტერის ეკრანიდან შორ მანძილზე გადაიტანეთ
ტრანსპორტში დასნებოვნების რისკები კანის დაავადებების კუთხითაც არის შესაძლებელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
20:01 / 24-09-2017  Image დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
09:13 / 24-01-2017  Image კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
"ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება"
22:45 / 24-09-2017  Image "მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე
"ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად"
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49