ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს

ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს

21-ე საუკუნეში მედიცინის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. თუ ადრე ადამიანები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ ზოგიერთი დაავადების დიაგნოზის დასმა შეუძლებელი იყო, ახლა ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა. უფრო მეტიც - შესაძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, რა დაავადება შეიძლება აღმოგვაჩნდეს. მთავარია, შესაბამისი ფინანსები გვქონდეს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში.

ყველაზე ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევები ლიმბახის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ტარდება. კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ ანალიზებს და კვლევებს ექიმები გერმანიაში გზავნიან, საიდანაც ზუსტი დიაგნოზის მიღება არის შესაძლებელი.

მაკა ბარნოვი, ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი, კლინიკური მენეჯერი: ლაბორატორიულ ანალიზს მკურნალი ექიმი ნიშნავს. პაციენტი ან პროფილაქტიკური კვლევებისთვის მოდის ჩვენთან ან ექიმის მიერ აქვს დანიშნული კვლევა. ყველაზე ძვირადღირებული კვლევა არის გენეტიკური ტესტები. არის დაავადებები, რომლებიც გენთან არის შეჭიდული და გენეტიკური ტესტები სჭირდება. გენეტიკური კვლევები სამსაფეხურიანია და ზოგჯერ 18 000 ლარიც ჯდება, მაგრამ პაციენტს შეუძლია მკურნალობა პირველ ეტაპზე შეწყვიტოს და ნაკლები თანხა დაუჯდება დიაგნოზის დასმა. არსებობს ასეთი დაავადება, კუნთთა დისტროფია, რომლის გენეტიკური კვლევა 13 000 ლარი ღირს. 5000 ლარამდე ჯდება ციტოგენეტიკური კვლევები, რომლითაც წინასწარ შეუძლია პაციენტს განსაზღვროს, აქვს თუ არა ძუძუს კიბოს რისკი. არსებობს დაავადება მელოლეიკოზი, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს ე.წ. ფილადელფიური ქრომოსომის გამოკვლევა, რომელიც ორი მეთოდით ტარდება, ეს არის ლეიკოზების კვლევა და მისი ღირებულება 2700 ლარია. 1211 ლარი და 80 თეთრი ღირს, თრომბოზის რისკის განმსაზღვრელი პიჯიეს გამოკვლევა. რაც შეეხება უროლოგიურ დაავადებებს, თირკმლის ბიოფსიის კვლევისას აუცილებელია თირკმლის ბიოფტატის გამოკვლევა, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება დიაგნოზი და ეს კვლევა 780 ლარი ღირს.

მერი მაღრაძე, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: არის ლაბორატორიული კვლევები, რომლებსაც ლიმბახის კლინიკის მეშვეობით გერმანიაში ვგზავნით და მათი ფასი, რა თქმა უნდა, ძვირია. თუმცა, იმ კვლევების ფასებს გეტყვით, რომელსაც ადგილობრივად ვატარებთ ჩვენთან. ჩაჩავას კლინიკაში ყველაზე ძვირადღირებულია ე.წ. ორმაგი ტესტი, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტარდება დაუნის სინდრომის გამოსაკვლევად და მისი ღირებულება 140 ლარია. 203 ლარი ღირს პაპილომა ვირუსის გამოკვლევა, 85 ლარი ღირს ვიტამინი D3-ის კვლევა. რაც შეეხება ძვირადღირებულ კვლევებს, რომელსაც საზღვარგარეთ ვგზავნით, ჩვენთან ყველაზე ძვირადღირებულია კარიოტიპირება ანუ ქრომოსომების გამოკვლევა და მისი ფასი 855 ლარია.

რაც შეეხება კიდევ ერთ კლინიკას, სადაც ლაბორატორიული კვლევები ტარდება, "ავერსის" კლინიკაში ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან ყველაზე ძვირადღირებულია იმუნოჰისტოქიმიური კვლევა და მისი ფასი 300 ლარია. ეს არის მორფოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით დგინდება სიმსივნურია თუ არა ესა თუ ის წარმონაქმნი. 260 ლარი ღირს ორი კიდურის კომპიუტერული ტომოგრაფია რენდგენის სხივებით, ხოლო პაპილომა ვირუსის PCR კვლევა 165 ლარი - "ავერსის" ლაბორატორიაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია