აჭარაში გრიპით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში გრიპით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 15 თებერვლის მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით 7 პაციენტია გარდაცვლილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა შაბათს დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 259-მა პაციენტმა მიმართა. სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის, ხოლო რეანიმაციულ განყოფიელბაში 14 პაციენტია მოთავსებული.

"ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე, პიკი აღინიშნებოდა მიმდინარე წლის მე–4 კვირას. მე–6 კვირის მონაცემებით, ინციდენტობის მაჩვენებლის დინამიკა კლებადია", - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ~

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია