"მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი" - ვინ არის მეეზოვე, რომელმაც გლდანში გამვლელები უბედური შემთხვევისგან იხსნა

"მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი" - ვინ არის მეეზოვე, რომელმაც გლდანში გამვლელები უბედური შემთხვევისგან იხსნა

რამდენიმე დღის წინ ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეეზოვემ გამვლელები უბედური შემთხვევისგან იხსნა. გლდანის გამგეობის ინფორმაციით, ეს ადამიანი მიკიჩა შავეშოვია, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 10 წელია ზრუნავს.

"საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ელექტროკაბელი ჩამოვარდა. დამგველი არც დაფიქრებულა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ტრასაზე თითქმის ერთი საათის მანძილზე კაბელი ცოცხით ეკავა, ისე რომ არც მოძრაობა შეჩერებულა და არც არავინ დაშავებულა.

მიკიჩა შავეშოვი უკვე 10 წელია გლდანის ბრიგადის დამგველად მუშაობს. მას ოთხი შვილი ყავს და ამბობს, რომ ცდილობს ყველა კარგ მოქალაქედ გაზარდოს. ის თავმდალი ადამიანია - ,,მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი" - ხმადაბლა გვითხრა მიკიჩამ.

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, დასუფთავების სამსახურის გლდანი-ნაძალადევის განყოფილების უფროსთან, დავით ბურჭულაძესთან, ერთად მიკიჩა შავეშოვი გამგეობაში მიიწვია, მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა აქტიური სამოქალაქო ჩართულობისა და თანადგომისათვის", - წერია გლდანის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს გმირი კაცია!" - გლდანში მეეზოვემ ხალხი უბედური შემთხვევისგან იხსნა

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორიაა... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება