რას საქმიანობენ ლევან ვასაძის ოჯახის წევრები - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები

რას საქმიანობენ ლევან ვასაძის ოჯახის წევრები - ბიზნესმენის ოჯახური ფოტოები

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავისი გამონათქვამებით, ცხოვრების წესით, სტატუსითა თუ საქმიანობით საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

მის შესახებ ვიცით, რომ 45 წლისაა. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სოროსის სახელთან ასოცირებულ "საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში" მოღვაწეობდა. მოგვიანებით ამავე ფონდიდან მოხვდა აშშ-ში და ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო. ამერიკაში საქმეები კარგად მისდიოდა, სამსახური იშოვა, ბიზნესი წამოიწყო და მოქალაქეობაც მიიღო. თუმცა, მაინც უკან დაბრუნება გადაწყვიტა, არა თბილისში, არამედ მოსკოვში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

დასავლური განათლებით სამსახური მალევე იშოვა ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. მალე გამოიჩინა საქმიანი ალღო და საუკეთესო მენეჯერებს შორის ასახელებდნენ. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა.

საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ განაგრძო ცხოვრება, ბიზნესსაქმიანობა, პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი აზრის გამოთქმა და ა.შ. აქვე, კიკეთში გაიხსნა მისი სკოლა, რომელშიც სხვა ბავშვებთან ერთად მისი შვილებიც სწავლობენ.

რაც შეეხება მის ოჯახს, ბევრმა იცის, რომ ბიზნესმენს შვიდი შვილი ჰყავს. გავიცნოთ უფრო ახლოს მისი ცოლ-შვილი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია