რას აშენებს ივანიშვილი შეკვეთილში - "გურია ნიუსის" ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი

რას აშენებს ივანიშვილი შეკვეთილში - "გურია ნიუსის" ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ შეკვეთილში, რომელიც დაბა ურეკთან ახლოს მდებარეობს, საკონცერტო დარბაზს კომპანია "ელიტა ბურჯი" აშენებს. დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და მას ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზი კონცერტებს სეზონის შესაბამისად უმასპინძლებს.

პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს და მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. საკონცერტო დარბაზის გახსნა 26 მაისს გრანდიოზული კონცერტით არის დაგეგმილი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა მშენებლობის ადგილიდან

"გურია ნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ შეკვეთილში მხოლოდ საკონცერტო დარბაზი არ შენდება - შენობის გვერდით ჭაობის დაშრობა და პარკის გაკეთება უკვე დაწყებულია. "ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო და დასასვენებელი კერა გახდება", - აღნიშნავენ სამუშაოთა მწარმოებლები.

ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია