"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

"მიმატოვეს და გამწარებულმა, 5 დოლარით ჯიბეში, დავტოვე საქართველო"

ვერის სასაფლაოსთან ერთ ჩვეულებრივ, საბჭოთა დროინდელ 9-სართულიან კორპუსში ატარებს თავის თბილისურ დღეებს ნუცა შანშიაშვილი. მისთვის ეს სახლი მშობლიურია. აქ მას ყველა იცნობს. აქაურებისთვის 20 წლის რომ იყო, ნუცა დღესაც ისეთია. ტაქსის მძღოლი თუ მაღაზიის გამყიდველი, ყველა მიგანიშნებს მის ბინას... ნუცა კარს მიღებს. სამზარეულოში ვსხდებით და ფინჯანი ყავის თანხლებით ვიწყებთ საუბარს.

- 6 წელია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. მესმოდა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხს ძალიან უჭირსო. იმედია, გამოკეთდება ვითარება. თუმცა თბილისი ულამაზესია. თითქოს ევროპის რომელიღაცა ქალაქში ვარ. საოცარი არქიტექტურაა. ტრანსფორმაცია, ძველისა და ახლის შერწყმა, ძალიან საინტერესოა.

20 წელია ნიუ-იორკსა და მოსკოვში ვმოღვაწეობ. გჯერათ, რომ ახლა ნიუ-იორკში, იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, არ მინდა წასვლა? თბილისში დიდხანს მინდა დავრჩე, აქ არის რაღაც ჯადოსნური ურთიერთობები, სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი, რომლის მსგავსი არსად არის დედამიწაზე.

ახლახან მოსკოვში შეხვედრა მქონდა ცნობილ სასულიერო პირთან, არტემ ვლადიმიროვთან. მის ლექსებზე დავწერე სიმღ­ერები, რომლებიც დისკად გამოუშვეს. რომ იცოდეთ, რა სითბოთი­ წარმადგინა­ მან. სუფრასთან იურისტი ქალი, მარინა რენარი იჯდა. წამოდგა და მომიბოდიშა, - მაპატიოს ყველა ქართველმა იმ არასწორი რუსული პოლიტიკისთვის, რამაც­ ჩვენ ქართველებთან დაგვაშორა, განვიცდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს მტრობააო.­ გავგიჟდი, რუსები რა სიტყვებს ამბობდნენ საქართველოზე, რამხელა სიყვარულს გამოხატავდნენ. მერე ყველამ ფეხზე წამომდგარმა შესვა საქართველოს სადღეგრძელო. თუმცა ბოლოს ვიღაც გამწარებული ჩინოვნიკი­ წამოდგა, - გადაირია, საქართველოზე ამდენი კარგი რომ მოისმინა და რიხიანად წარმოთქვა, - მინდა ახლა ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელო შევსვაო. გვერდით მჯდომმა კი ცინიკურად გადაულაპარაკა, - ნუ გეშინია,­ ყველაფერი ჩაწერილია, ყველამ გაიგო შენი სიტყვები, ახლა დაწყნარდი და დაჯექიო...

ჩემი მოგონილი არ არის, რომ კარის მეზობელთან ურთიერთობა არ უნდა გაიფ­უჭო. თუმცა, თუ ის ხანჯლით შემოგივარდა, თავდაცვის უნარი უნდა გქონდეს. მე ქვეყნებს შორის ურთიერთობის დიპლომატიურ კურსს ავირჩევდი, მაგრამ თუ მაინც უნდა დამგლიჯო, ქვეყანა წამართვა და დამიმონო, რა თქმა უნდა, კატეგორიული და დაუნდობელი ვიქნებოდი. დღეს სრულიად მსოფლიო ხალხს "აბოლებს". ჩვენ რაც გვჭირს, მსოფლიო პოლიტიკის შედეგია. იზრდება მეტი ფულის წაგლეჯის მოთხოვნა, ომი კი ამის საუკეთესო საშუალებაა, ამ გზით ადვილია ფულის კეთება...

რა კარგია, სასაფლაოს რომ გაჰყურებს ჩემი ფანჯრები. გავხედავ და ყველა პრობლემა მავიწყდება. ბოლოს ხომ ყველანი იქ მივდივართ. როგორ შეიძლება, არ დაუსვა­ საკუთარ თავს კითხვა: რატომ გავჩნდი? როგორ უნდა მოვიქცე, რომ წუთისოფელი ბედნიერად განვვლო? ეს კითხვა უნდა დაისვას ყველას გულში...

- პოლიტიკაში არაერთი ხელოვანი გვიხილავს. თქვენ თუ დაინტერესდებოდით ოდესმე ამით?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია