როგორ მივითვისე ავიაკატასტროფაში დაღუპული მილიონერების ქონება

როგორ მივითვისე ავიაკატასტროფაში დაღუპული მილიონერების ქონება

მინდა, 10 ან 14 საბანკო დღის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე სასწრაფოდ გადმოვრიცხო 11,5 მილიონი ამერიკული დოლარი

ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილის გადაყლაპვა როგორ ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვძებნე ინტერნეტში

"პატივისცემით მოგმართავთ. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ - მე ჯეიმს ვესტი ვარ, აფრიკის ბანკის - "ბურკინა ფასო" - ანგარიშების მენეჯერი. ამ წერილს ჩემს განყოფილებაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო გწერთ (ვაა, რა საინტერესოა?!), რადგან მსურს, საქმის კურსში ჩაგაყენოთ (ან ამ კაცს ეშლება რამე, ან ჩემი ჟურნალისტობის ამბავი ძალიან შორს გავარდნილა და ახლა რეკლამას ან რაიმე მასალას შემიკვეთენ, ალბათ). მსურს, თქვენს ანგარიშზე 15 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოვრიცხო (გმადლობ, ღმერთო, მე "ჯეკპოტს" გეხვეწებოდი და შენ "10 ჯეკპოტი" ერთად გამოიმეტე).

ეს კანონიერი გარიგებაა. მას შემდეგ, რაც თქვენს ანგარიშზე აღნიშნული თანხა "დაჯდება", თქვენ დასტური უნდა გამოგზავნოთ და შემდგომ, ჩემი მითითებისამებრ, აღნიშნული თანხის ანუ 15 მილიონი დოლარის 40% ჩემს პირად ანგარიშზე დასვათ (რას ლაპარაკობ? ეს ჩემი კუთვნილი 15 მილიონია, რომელიც ღმერთმა "ჯეკპოტის" სანაცვლოდ მაჩუქა და არაფერსაც არ გადმოვრიცხავ).

გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი მონაცემები:

სახელი და გვარი...

ტელეფონის ნომერი...

ფაქსის ნომერი...

პირადი ნომერი...

პატივისცემით, თქვენი (როდის აქეთ გახდა ჩემი?) ჯეიმს ვესტი.

ღმერთი გფარავდეთ".

მკითხველო, ახლა შენ მითხარი, ერთ მშვენიერ დილას, გამოუძინებელი სახით, გაწეწილი თმითა და ყავის ჭიქით ხელში კომპიუტერს რომ მიუჯდები, საკუთარ ფოსტას გახსნი და ასეთი წერილი დაგხვდება, სიხარულისგან გული არ გაგისკდება? თუმცა, ჩემი სიხარული ისეთი ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ გულის გახეთქვა არ დამცალდა... ვიდრე ზემოთ მოყვანილი წერილის შინაარსს გავითავისებდი და მილიონერის სტატუსს შევეგუებოდი, მეორე წერილიც მივიღე:

"ძვირფასო მეგობარო, ვიცი, ეს წერილი გაგაკვირვებთ. საგარეო საქმეთა ურთიერთობის დაქვემდებარებაში მყოფი ბანკის - "უაგანდუ ბურკინა-ფასოს" აფრიკის სექციის მენეჯერ-რევიზორი გახლავართ (არა, რა, დავრწმუნდი, რომ აფრიკაში ნაღდად დიდი პოპულარობით ვსარგებლობ). იმედი მაქვს, ჩემს წერილს არ გამოაქვეყნებთ და სახალხო განსჯის საგნად არ აქცევთ (ისე ცხონდა მამაშენი, "რავარც" მაგ საკითხში ჟურნალისტების იმედი არ უნდა გქონდეს); აგრეთვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გარიგება ჩვენთვის, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება (ნეტავ "2 მხარეში" რას გულისხმობს, აფრიკა-საქართველოს ურთიერთობებს თუ ჩემსა და მის ურთიერთობას?). მინდა, 10 ან 14 საბანკო დღის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე სასწრაფოდ გადმოვრიცხო 11,5 მილიონი ამერიკული დოლარი (არა, "ჩემი" ჯეიმსის წინადადება უფრო მისაღებია). აღნიშნული თანხა დიდი ხნის განმავლობაში დევს ჩვენს ბანკში, "უპატრონოდ" და მასზე პრეტენზიას არავინ აცხადებს. ჩვენ გვსურს, თანხა გადმოვრიცხოთ თქვენს ანგარიშზე იმ მიზეზით, რომ თანხის გარდაცვლილი პატრონი თქვენი ახლო ნათესავი გახლდათ (რაღაც ვერ გავიგე... ნუთუ მართლა მყავდა ასე მდიდარი ახლო ნათესავი აფრიკაში და მე არ ვიცოდი?) მას ჰქვია კერტ კეიხელი (არა, ასეთი არავინ მახსოვს და არც დედაჩემს ახსოვს - გადავამოწმე), რომელიც 2000 წლის 31 ივლისს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა (ჰმ... პანაშვიდები როდის იყო, ის მაინც ვერ შემატყობინეს? ახლა უხერხული არაა? სამძიმარზე არ ვყოფილვარ და მის მილიონებს დავეპატრონო?).

არ მსურს, ფული სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხოს. ძალიან

გთხოვთ, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახოთ (კი, ბატონო, გპირდებით, რომ მხოლოდ "გზის" მკითხველს მოვუყვები, ამათთან დასამალავი რა მაქვს? თანაც, სანდო ხალხია, გეფიცები). თუ არ დაგაინტერესებთ, გაანადგურეთ. უბრალოდ, "დელეტეს" დააჭირეთ (მე მერჩივნა, წერილი პარტიზანივით გადამეყლაპა ან დამეწვა, მაგრამ აბა, როგორ? ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილის გადაყლაპვა როგორ ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვძებნე ინტერნეტში). თქვენი პასუხის შემდეგ დაწვრილებით მოგახსენებთ, როგორ განვახორციელებთ აღნიშნულ ოპერაციას და შემდგომ, გთხოვთ, მხოლოდ 40% დაიტოვოთ და თანხის 60% უკან გადმოგვირიცხოთ (ძუნწი!).  წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია