სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

სვანეთში "ლამპრობას" აღნიშნავენ - მისტიკური ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, ის 14 თებერვალს აღნიშნეს.

"ლამპრობის" ტრადიციას სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, "ლამპრობის" მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო.

დაათვალიერეთ წინა წლების ფოტოგალერეა

არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობდნენ.

"ლამპრობა" ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულიც გახლავთ. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს, ხშირად კი მირქმის დღესასწაულს ემთხვევა. ტრადიციის მთავარი ატრიბუტი ლამპარია, რომელსაც სვანები არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ.

ზემო სვანეთში ლამპრობას "სვიმონობასაც" უწოდებენ. აქ დღესასწაული ბერიკაობა-ზეენბის მსგავსად იმართებოდა და "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს" ირჩევდნენ.

"ლამპრობას" დმანისის რაიონში მცხოვრები სვანებიც ყოველ წელს აღნიშნავენ განაგრძეთ კითხვა

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით