კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:24 / 18-02-2016
როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რადგან "ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას". მისივე თქმით, დღეს არსებული უმაღლესი განათლების სისტემა შესაცვლელია.

უფრო ზუსტად კი, პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ იმ კონკრეტული სჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.

პრემიერის ინიციატივის დეტალებზე AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, გიორგი შარვაშიძეს ესაუბრა.

- გერმანულ მოდელში არსებობს ე.წ. დუალური სისტემა, რომელიც დასაქმებამდე
მისასვლელი მაქსიმალურად მოკლე გზაა. უფრო ზუსტად კი, დუალური სისტემა ნიშნავს იმას, რომ კოლეჯის სტუდენტებს საშუალება აქვთ უშუალოდ სამუშაო ადგილზე გაეცნონ თავის მომავალ პროფესიას, ანუ ჩართულები იყვნენ ყველა საწარმოო პროცესში.

მაგალითად ავიღოთ პროფესია მეღვინე-მევენახე. ეს არის 3-წლიანი, კოლეჯის დონეზე არსებული პროგრამა ანუ პროფესიული განათლების ციკლი. პირველივე დღიდან დაწყებული, ახალგაზრდას საშუალება აქვს გაეცნოს მთელ საწარმოო ციკლს - უნდა მუშაობდეს ვენახში, იცოდეს ვაზის კულტივაცია, ტრაქტორის მართვა, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია სასუქებთან. მთელ ამ ციკლს გადის იმ კომპანიის ვენახში, რომელიც ამ კონკრეტულ ფერმაზე მუშაობს. 3 წლის შემდეგ, სტუდენტის დასაქმების პერსპექტივა ძალიან მაღალია იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იძენს რამდენიმე პროფესიას. პროგრამის მიხედვით, ერთი წელი, ანუ მეოთხე წელი შეჭრილია უმაღლეს განათლებაში, ეს უკვე გამოდის ბაკალავრიატის დონე და სტუდენტს, როგორც მომავალ მეღვინეს, ექნება საშუალება ლაბორატორიაში ისწავლოს ქიმია, ბიოლოგია, გააკეთო ღვინის ანალიზი და ა.შ.

დღემდე დაწყებითი პროფესიული განათლება მოწყვეტილი იყო უმაღლეს განათლებას. ამ მოდელით კი, უმაღლესი განათლება უკავშირდება დასაქმებას და პოტენციური დამსაქმებელი შემოდის სასწავლო პროცესში.

- თუმცა, ამით ხომ არ შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა ან პოტენციური სტუდენტების მოთხოვნები?
- აქ საუბარია არა ხელოვნურ შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ის მწირი სახელმწიფო დაფინანსება, რაც პროფესიული განათლებისთვის გამოიყოფა. დღეს უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომელიც სახელმწიფოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივად მიაჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ანალიზი გავაკეთოთ, თუ რაზეა მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი განათლება მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეორე მხრივ, მეცნიერების განვითარებას.

უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის ინიციატივას უარყოფითად აფასებენ განათლების სფეროს წარმომადგენლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, გერმანული უმაღლესი განათლების მოდელი დღეს არც ისე წარმატებულია და როგორც ის ამბობს, სისტემის პრობლემურობას თავად გერმანელები ადასტურებენ.

"პირველ რიგში ის არის გასარკვევი, რას გულისხმობს მთავრობა გერმანული განათლების მოდელში, მთლიანად სისტემის გადმოღებას თუ კონკრეტულად რომელიმე მიმართულების. გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა, დღეს არანაირად არ არის წარმატებული. ამ მოდულის საბოლოო გათვლა არის ის, რომ ვიღაცას რაღაცას დავამთავრებინებ და 5 წელიწადში მივიღებ სპეციალისტს. ჯერ ერთი, 4-5 წელიწადში ვერანაირ სპეციალიტს ვერ მიიღებთ, ამას გარდა, ვერანაირად ვერ გათვლი 5 წლის ბაზარზე რომელი სპეციალობა იქნება საჭირო.

ამ სისტემის პირველი და მთავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ არაა წარმატებული და ზედმეტად რეგულირებულია სახელმწიფოს მხრიდან. ამ მხრივ კარგი სისტემაა კანადური, შვეიცარული, ამერიკული, ბრიტანული, იაპონური. კარგი სისტემა მაქსიმალურად დელეგირებულია სახელმწიფოსგან.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ განათლების სისტემას, წინა ხელისუფლების დროს მიღებული, იძლეოდა მაქსიმალურ თავისუფლებას. ნებისმიერ უნივერსიტეტს შეეძლო გადაეწყვიტა, რომელ სისტემას მიყოლოდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახლა დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს პროცესი, კერძოდ უმაღლესი განათლება უფრო და უფრო იზღუდება და სახელმწიფოს მარწუხებში ექცევა. ეს კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით, გამოიწვევს ხარისხის დაწევას, გარკვეული კრიტერიუმების შემოღებას და საბოლოდ, ისევ უმაღლესი განათლების კორუფციას", - ამბობს გიგი თევზაძე.

განათლების ექსპერტის, შალვა ტაბატაძის თქმით, აღნიშნული მოდელი რეალურ წინსვლას არ იძლევა და მისი ქართულ განათლებაში დანერგვა დადებით შედეგს ვერ მოიტანს. "იდეაში ეს არის უფრო მეტად პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მოდელი და მთავარი არსი ის არის, რომ პროფესიული განათლება უკავშირდება შრომის ბაზარს, ბიზნესს და დასაქმების სექტორებს. შესაძლებელია ბიზნეს სექტორმა დააფინანსოს პროფესიული სასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რათა პროფესიულმა სასწავლებლებმა მოამზადონ ხარისხიანი სპეციალისტები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბიზნესს აქვს სპეციალისტებზე მოთხოვნა.

რეალურად, ეს არის პროფესიული განათლებისა და ბიზნესის დაკავშირება. ამ მოდელის ძირითადი არსი არის ის, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ზოგადად პროფესიული განათლების მოდელი ყოველთვის მიბმულია დასაქმებასა და შრომის ბაზარზე", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
13:50 / 30-06-2016
მაგისტრანტი
0
ბევრი ვერაფერი გავიგე კარგია თუ ცუდი გერრმანული მოდელი, მაგრამ ახლა რომ მოდელია, უფრო სწორად არანაირი მოდელი არაა, ეაა უცოდინარობა და უვიცობა. უნივერსიტეტში ვერ ღებულობენ ვერანაირ განათლებას და რომც მიიღო არაა არანაირი ანსი, რომ დასაქმდები სადმე. ვთქვათ დავამთავრე იურიდიული ან ბიზნესი და ვმუშაობ ბანკში, არაა პერსპექტივა, რომ როდესმე ვიმუშავებ უშუალოდ ჩემი სპეციალობით .
06:46 / 19-02-2016
ზურა
0
მხოლოდ ის ვიცი, რომ განათლება სავალალო
მდგომარეობაშია, მივესალმები სიახლეს,
ოღონდ რაციონალურს. ლიბერასტები არ ჩარ-
თოდ ამ საქმეში.
მსგავსი სიახლეები
შარვაშიძე მიიჩნევს, რომ შერჩევის წესი და თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს
+VIDEO "ამ ჩამონათვალში არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, არც სხვა რომელიმე უნივერსიტეტი"
უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს
1. სავალდებულო მისაღები გამოცდების გაუქმება; 2. უსდ-ებში სახელმწიფო საყოველთაო მისაღები
ფარცხალაძემ ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა
მსახიობმა კალიფორნიის პრესტიჟულ უნივერსიტეტ UCLA-ში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაბარება
"საქართველოში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. სირცხვილია, რომ ქართული ენა არ ვიცოდეთ"
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, კანონი ქვეყანას ან ახალ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
23:51 / 19-11-2017  Image თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტი დატოვა, მას უკრაინიდან სამწლიანი დეპორტაცია აქვს
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49