"ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებ დედი..." - პეტრე კოლხი გარდაცვლილ დედას ემოციურ ლექსს უძღნის

"ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებ დედი..." - პეტრე კოლხი გარდაცვლილ დედას ემოციურ ლექსს უძღნის

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ დედა გარდაეცვალა. მწუხარებაში მყოფი სასულიერო პირი დედაზე ემოციურ ლექსს წერს:

"შენი ცრემლებით შედედებული რძე დამიდგი და ბავშვობა წართმეული ფიქრები ჩამიყარე, რომ დავნაყრდე დედა...

ისევ შეიცვალა ამინდი და ქარი ლეღვის ფოთოლს წუხელ გამალებით ხევდა,

მერე ქოხში, ვიდრე დავიბადე, თურმე აღარ გიკარებდა ძილი,

შენში ვიზრდებოდი, მაგრამ ცხრა თვე მაგუებდი სევდას, მამის გაღიმება ჩემთვის უცხო იყო ხილი

როგორ არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა გარეთ გამოგეშვი დედა.

ძარღვში სისხლის ნაცვლად, შენი ამოძრავდა ცრემლი

გული ფეთქავს, როგორც უკვე განწირული ძალა და ჩემს გაჩენამდე, რომ შენს დაბადებას წყევლი,

ფიქრმა შენით სუნთქვა, თვეში ცხრაჯერ ამიკრძალა...

ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებ დედი, ჩუმად წამიკითხე წიგნში დაბადების თავი,

მერე მშობლიური ლოცვით შემიზავე მკერდი, მამამ შეიწირა, ჯერ არ გაჩენილი კრავი...

ნეტავ უსასრულოდ ცხრა თვე გამიგრძელდეს, დედა..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია