17 წლის გოგონას დედას გამტაცებლები დაუკავშირდნენ - რა პირობით დათანხმდნენ გატაცებულის დაბრუნებას

17 წლის გოგონას დედას გამტაცებლები დაუკავშირდნენ - რა პირობით დათანხმდნენ გატაცებულის დაბრუნებას

3 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

როგორც AMBEBI.GE-ს სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ განუცხადა, ოჯახი ესაუბრა პოლიციის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ მათ დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ.

"მე მქონდა საუბარი პოლიციასთან. ამის შემდეგ დამირეკეს გამტაცებლებმა და მითხრეს, რომ ჩვენ შვილს დააბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ და ველოდებით ჩვენი შვილის დაბრუნებას. მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჯერ ვაპირებ აქ, პოლიციასთან გაჩერებას", - აღნიშნა ნაილა გურბანოვამ.

როგორც სამირა ბაირამოვას მამა ყვება, ქვემო ფონიჭალაში პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც გამომძიებლებს ესაუბრა და მათგან გაიგო, რომ პოლიციას უკვე აქვს გამტაცებლების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, მათი აყვანა ჯერჯერობით არ მომხდარა. ამასთან, სამირა ბაირამოვას მამა ყვება, რომ ის პოლიციის შენობაში ესაუბრა სავარაუდო გამტაცებლების მშობლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას იმ შემთხვევაში დააბრუნებენ ოჯახში, თუ ბაირამოვები პოლიციიდან საჩივარს გაიტანენ.

გატაცებული გოგონა ახლობლებს რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდათ და შველა ითხოვა. არასრულწლოვანის ნათესავის თქმით, გოგონამ ჩუმად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შეატყობინა, რომ თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოჯახის წევრები პოლიციის შენობაშტან დილიდან შიკრიბნენ და სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვდნენ. ბაირამოვას დედის თქმით, გამტაცებლის მშობლებმა სამართალდამცველები მოისყიდეს: "გამტაცებლის ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს პოლიციას. მშობლები პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ და სწორედ მათ მოისყიდეს ისინი. ამიტომ არ მიბრუნებენ ქალიშვილს" - აცხადებდა არასრულწლოვნის დედა.

3 დღის წინ გატაცებული სამილა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ქვემო ფონიჭალაში პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები.