ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე

ეროვნული ბანკის 10 პრეზიდენტი ბონიდან ლარამდე

საქართველოს ეროვნული ბანკი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკის ბაზაზე შეიქმნა. თუმცა, პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთი მმართველი და 9 პრეზიდენტი ჰყავდა.

იასონ ლორთქიფანიძე

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე. იასონ ლორთქიფანიძე ცნობილი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იყო.

1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება - ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო.

გია თოფურია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე. 1991 წელს გია თოფურია საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველ პრეზიდენტად გადაიყვანეს.

ვაჟა ჯინჯიხაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ვაჟა ჯინჯიხაძეს რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1991-1992 წლებში ის საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გადაინაცვლა

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია