მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

 მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა.

მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი ებანოიძე დაინიშნა. ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარეა. ამასთან, მამუკა ახვლედიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც და ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ეკა არეშიძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, მამუკა ახვლედიანმა 2015 წლის ბოლოს სკანდალური განცხადება გააკეთა როცა განაცხადა, რომ - "უნდა წავიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე". როგორც მაშინ ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დანიშვნების ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მისივე თქმით, არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია