კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:20 / 24-02-2016
რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ
თვითმფრინავში ჩადჯომისას ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი მგზავრობა და სათანადოდ შეამოწმეს თუ არა ტექნიკოსებმა თქვენი ავიალაინერი გამგზავრების წინ?

საავიაციო მიმოსვლის უსაფრთხოებასა და მისი საიმედოობის გაზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათიათასობით ადამიანი მუშაობს. მათი ყოველდღიური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობა რიგითი მგზავრის თვალთახედვის არეში ვერ ხვდება, მაგრამ სწორედ დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში თვითმფრინავში და მის გარშემო მოფუსფუსე ტექნიკოსებსა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მილიონობით მგზავრის სიცოცხლე.

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ყოველ მათგანს თან ჩასატარებელი სამუშაოების ინდივიდუალური მოცულობა ახლავს. თვითმფრინავის მომსახურების ყველაზე მარტივი ფორმა Transit check-ია. მას ეკიპაჟი და ტექნიკური პერსონალი ყოველი რეისის წინ ასრულებს.

შემდეგი ეტაპი Daily Check ყოველდღიურ შემოწმებას გულისხმობს და 24 ან 36 საათში ერთხელ ტარდება. დეტალური შემოწმებისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია Weekly Check სახეობის კონტროლს ითვალისწინებს (საერთაშორისო ნორმებით საჰაერო ხომალდის შემოწმების და ტექნიკური კონტროლის სახეობებს ინგლისურენოვნი აღნიშნვები აქვთ). ავიაკომპანიები მას კვირაში ერთხელ ატარებენ. შემოწმება 3-4 სთ-ს გრძელდება. შემოწმებას ექვემდებარება მთლიანი თვითმფრინავი. გარე კორპუსი მოწმდება კოროზიის და ბზარების არსებობაზე. საწვავის, ზეთის და ჰიდრავლიკური სისტემები - გაჟონვის ფაქტებზე.

ავიალაინერის უსაფრთხოებისთვის, მისი მოვლის რეგლამენტი გაცილებით მკაცრ და დეტალურ შემოწმებებსაც მოიცავს. მაგალითად A-check თვეში ერთხელ ან ფრენის ყოველი 500 სთ-ის შემდეგ ტარდება. B-check-ის ჩატარება ყოველ სამ თვეში ერთხელ არის სავალდებულო. გაცილებით სერიოზული სამუშაოებია C-check-ის შემთხვევაში. შემოწმების ეს სახეობა ავიალაინერის 2-3 კვირით ექსპლუატაციიდან გამოყვანას საჭიროებს. მის ჩატარებას დიდი შენობა და მთელი რიგი სპეციალური აღჭურვილობა საჭირდება. როგორც წესი, C-check-ს ფრენის ყოველი 7500 სთ-ის შემდეგ ატარებენ. კონსტროლის ხანგრძლივობა თვითმფრინავის ტიპზე და მის ტექნიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კონტროლის ყველაზე რთული და შრომატევადი სახეობის D-check-ის შემთხვევაში, ავიაკომპანიას საკუთარ ავიალაინერთან 30-40 დღით დამშვიდობება მოუწევს. შემოწმებისას, რომელსაც ყოველ 10-12 წელიწადში ერთხელ ატარებენ, თვითმფრინავს მაქსიმალურად შლიან. გულდასმით მოწმდება ყველა დეტალი და სისტემა. თვითმფრინავის კორპუსი მოწმდება მიკრობზარების არსებობაზე. ვადაგასული და დაზიანებული ნაწილები ახლებით იცვლება.

შემოწმებების ჩატარების პერიოდულობას, მათ ხარისხსა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციას ავიაგადამყვანი თავად ამოწმებს და აკონტროლებს. არის შეთხვევები, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გარკვეული შემოწმებების ჩატარებას ფინანსების ეკონომიის მიზნით არიდებენ თავს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავიაკომპანიას დიდი ფინანსური ჯარიმა ან სულაც ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.

ამჟამად საქართველოში რეგულარულ რეისებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ი ასრულებს. მისი ავიაპარკი 5 ავიალაინერს ითვლის. მათგან სამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამოქალაქო თვითმფრინავი Boeing 737-ია. საბედნიეროდ, 1993 წელს დაარსებულ ავიაკომპანიას, ტექნიკური გაუმართაობის ან არასწორად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, მსხვილი ინცინდენტები არ ჰქონია.

ავიალაინერების ექსპლუატაციისას განსაკუთრებული ყურადღება მათ ასაკს ექცევა. სხვადასხვა თვითმფრინავების სიცოცხლის ხანგრძლივობა (რესურსი) განსხვავებულია. ამ პარამეტრს თვითფმრინავის პროექტირებისას კონსტრუქტორები ადგენენ. შასის გამოყენების ხანგრძლივობა აფრენა-დაჯდომის რაოდენობით განისაზღვრება. ძრავების - ნამუშევარი საათების, თვითმფრინავის კორპუსის - ნაფრენი საათებისა და კალენდარული ასაკის მიხედვით.

თვითმფრინავის ექსპლუატაცია რესურსის ვადის ამოწურვის შემდეგაც შეიძლება. შესაბამის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასტურს ქარხანა-დამამზადებელი და სპეციალური კომისია კონკრეტული თვითმფრინავისთვის დეტალური და ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ იძლევა. გახანგრძლივებული რესურსის ვადა მკაცრად განისაზღვრება. საშუალოდ, ნორმალურ პირობებში ექსპლუატაციისას ავიალაინერის სიცოცხლის პერიოდი 35-40 წლით განისაზღვრება.

"აირზენას" ავიაპარკში წამყვან როლს Boeing 737-700-ის ტიპის ორი ბორტი ასრულებს. ერთი 1999, მეორე - 2003 წელს არის დამზადებული. შესაბამისად, მათი ასაკი 17 და 13 წელიწადია.

ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE
15:09 / 24-02-2016
სურათები ვინ დადო ამ პოსტზე? მე4 ბოლო სურათუ სუ-27 ია სავარაუდოდ, ნამდვილად არასამგზავროა
fff
12:04 / 24-02-2016
საინტერესოა, C და D შემოწმება სად უკეთდებათ ამ თვითმფრინავებს, აქ ნაკლებად, სავარაუდოდ საზღვარგარეთ, ამას ბოინგი და აირბასი აკეთებს, მაგრამ ალბათ საკმაოდ ძვირიც იქნება, ასაკიდან გამომდინარე თითო D-ჩეკი უნდა ჰქონდეტ უკვე გავლილი ამ თვითმფრინავებს.
extriim
მსგავსი სიახლეები
ფრენა უმრავლესობისთვის არც ისე სასიამოვნო პროცესია
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
+VIDEO| გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან
მსოფლიო ავიაციის ყველაზე დიდი საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია
ახალი მოდელის თვითმფრინავს ათი მგზავრის გადაყვანა შეეძლება
+PHOTO 1999 წელს მას ხილვა ჰქონდა - ჯართად ქცევისაგან "დაეხსნა" თვითმფრინავები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:33 / 31-05-2016  Image პატიმრის წამებაში ბრალდებულ 7 მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს
12:46 / 31-05-2016  Image გიორგი ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს - საგანგებო განცხადება "ბიზნესკონტაქტის" ეთერში
+VIDEO "მაესტრომ" ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება"
22:36 / 30-05-2016  Image "ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი..." - გია მაისაშვილის ემოციური პოსტი
მშვიდად ვარ, ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად
12:13 / 31-05-2016  Image კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა {ვიდეო}
11:43 / 31-05-2016  Image როგორ მოიგო ქართველმა გოგონამ რუსული შოუ და ლატვიელი მამაკაცის გული
+VIDEO 29 წლის მარია რუსული შოუს "მოდი ვიქორწინოთ" გამარჯვებული გახდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49