უცებ მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: "შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ"

უცებ მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: "შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ"

წმინდა ეფრემის სასწაული - როგორ გადაარჩინა ჩემი ვაჟი ანა სიდეროპულე:

-ჩემი მფარველის, წმინდა ეფრემისგან სასწაული შემემთხვა რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩემი ვაჟი თესალონიკში უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. მაშინ არ არსებობდა ეს დალოცვილი მობილური ტელეფონები, რომლებიც გვიადვილებს ცხოვრებას. ჩემი ვაჟი რადგან სტუდენტი იყო, ხშირად აგვიანებდა დარეკვას, მე კი მოუთმენლად ველოდი მის ზარს. თუმცა, შეგვპირდა, რომ ყოველ კვირა დღეს, საღამოს 6 საათზე დაგვირეკავდა ხოლმე. ზოგჯერ ასრულებდა პირობას, ზოგჯერ არა. დეკემბრის თვე იდგა და აგვისტოდან არ გვყავდა ნანახი. ტელეფონზე კი ჩვენი ბოლო საუბრებიდან 23 დღე იყო გასული. იმ ბინაში, სადაც თანაკურსელთან ერთად ცხოვრობდა ტელეფონი არ იყო. ხან მიფიქრია ჩავმჯდარიყავი ავტობუსში და თესალონიკში წავსულიყავი, მაგრამ მის გარდა კიდევ სამი შვილი მყავდა მისახედი და მაღაზია. ჩემი მეუღლე ასე არ განიცდიდა როგორც მე. ფიქრობდა, რომ შეყვარებული ჰყავდა და ჩვენ აღარ ვახსენდებოდით. "ამ ასაკში ახალგაზრდებს ფული სჭირდებათ და არა დედა". ვითომ ამ სიტყვებით მამშვიდებდა, მაგრამ მე ვერ ვწყნარდებოდი. ერთ საღამოს მაღაზიიდან დაღლილი ჩამოვჯექი მდივანზე და მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ წმინდა ეფრემის ხატს მივაჩერდი. უცებ მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: "შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ." წამოვხტი შეშინებული და ვიყვირე: "ახლავე წავალ მასთან".

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია