როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!

სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ისეთი ინტერვიუ შემხვდა სოციალურ ქსელში, გამცინებოდა, თუ მეტირა, არ ვიცოდი.

"რამდენსაც მინდა იმდენ შვილს გავაკეთებ"; "სახლში რომ მოვალ, ქალი შინ უნდა დამხვდეს"; "ქალმა განათლების მიღება ბავშვების აღზრდაში უნდა გამოიყენოს, რა საჭიროა მუშაობა" და მსგავსი "სიბრძნეები" დაუსრულებლად...

ისე, როგორც ეს 25-30 წლის ახალგაზრდა კაცი აზროვნებს, ჩემი მეზობელი გელაც კი აღარ აზროვნებს, რომელიც დიდი ხანია 60 წელს გადაცდა.

გასაგებია, რომ ყველას თავისი აზრი და ცხოვრება აქვს, არც არავინ ერევა არავის პირადში თუ თვითონ არ გაგვანდობენ ხოლმე საკუთარ შეხედულებებს, უბრალოდ, ძალიან ცუდი ის არის, რომ ასეთ აზროვნებას უნერგავენ საკუთარ შვილებსაც და რა გამოდის? - აღარაა საშველი და საღად მოაზროვნე ახალი თაობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?!

მართალია, შეიძლება მოხდეს სასწაული და ბავშვმა თვითგანვითარებას მიჰყოს ხელი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივეზე, - მკითხავთ ალბათ? იქამდე, ვიდრე, აი, ასე ვიაზროვნებთ!

მაინც, რატომ ჰგონია ბევრს, რომ ქალს არ შეუძლია მუშაობა, ბავშვების აღზრდა, სახლის მიხედვა და თავის მოვლა ერთდროულად? ან რატომ უნდა იყოს მხოლოდ დედა ჩართული შვილების გაზრდაში და მამა 24 საათი გავარდნილი იყოს "სამუშაოდ"? ან რა მოხდა, თუ კაცი დაეხმარება ცოლს თუნდაც სადილის მომზადებაში? თუ ის კაცები რომლებიც ასე აკეთებენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან ან თუნდაც ქართულ ტრადიციებზე ნაკლებად აღზრდილები? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია