ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:02 / 24-02-2016
"20 წლის დედამ ჩვენთვის სიცოცხლე დათმო, 20 წლის გამზრდელმა სიცოცხლე შემოგვწირა" - "სხვისი შვილების" თანამედროვე ისტორია
ეს ამბავი ქუთაისში წლების წინ მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა, მანანა კილაძე ტყუპების მშობიარობას გადაჰყვა. ქალმა, რომელიც შემდეგ ამ ოჯახის დიასახლისი გახდა, მთელი ცხოვრება ტყუპებს და მათ ძმას მიუძღნა. გაზარდა ისე, როგორც საკუთარი შვილები.
ბოლო დაბადების დღე მისმა შვილმა "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა, რომელსაც ემოციის გარეშე ნამდვილად ვერ წაიკითხავდით.
მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეები მანანა შარაბიძეს "გმირ დედას" უწოდებენ. საკუთარი ისტორია მათ კიდევ ერთხელ "ნანუკას შოუში" გაიხსენეს.
ავთანდილ კაჭახიძე:
"მკაცრი დედა იყო, ყოველ დღე სკოლაში დადიოდა. თუმცა როცა საქმე სიყვარულს, სიკეთეს, ამაგს და თავდადებას ეხება, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დედაჩემი გმირია. 19 წლის ადამიანი გაჰყვა 3 შვილის მამას. ამ დროს მამა 21 წლის იყო. უდედობა ჩვენ არ გვიგრძნია. ერთადერთი, რაც მეხსიერებაში შემოდის არის ის, რომ მამას დავყავდით დედას საფლავზე".
ანზორ კაჭახიძე:
"მე ხშირად ვამბობ, სხვებისგან განსხვავებულები ვართ. სხვებს თუ აქვთ სწორი ცხოვრება და ეს მათთვის არჩევანია, ჩვენთვის ეს ვალდებულებაა. 20 წლის დედამ სიცოცხლე დათმო ჩვენთვის და 20 წლის გამზრდელმა სიცოცხლე შემოგვწირა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
სწორი ცხოვრება ვალდებულებაა და არა არჩევანი".
14 წლის იყვნენ ტყუპები, როდესაც მამა გარდაეცვალათ. როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, ამ დროს დაიწყო კაჭახიძეებისთვის "სხვა ცხოვრება", თუმცა ესეც გადალახეს.
მანანა შარაბიძე:
"მერვე კლასში იყვნენე ბიჭები, მაკა მესამე კლასში იყო. როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა კაჭახიძეების ოჯახისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო. სხვა ცხოვრების სტილზე გადავედით. იყო ეკონომიური პრობლემები.. იყო 90-იანი წლები... თუმცა ესეც გადავლახეთ".

იხილეთ ვიდეო
12:50 / 25-02-2016
gaixare
0
აი გმირი ქალიც ეს არის!
12:03 / 25-02-2016
ნათია
0
ასეთი ისტორიები (გმირობა - თავდადება და მადლიერება) ხშირად უნდა გაშუქდეს, რომ მაგალითის მიმცემი და მასტიმულირებელი იყოს მომავალი თაობისათვის.. მართლაც რომ სიკეთეს და სიყვარულს უჭირავს ეს დედამიწა.. გაიხარეთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:21 / 23-06-2017  Image რუსთაველის გამზირზე ავტომობილი ამობრუნდა
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა
21:14 / 23-06-2017  Image შსს ადასტურებს, რომ დათო როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრაგირების დროს გაიქცა
პოლიციის 3 თანამშრომელის მიმართ პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
09:50 / 24-06-2017  Image ვინ იყვნენ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი - მათ შესახებ ბევრს არ სმენია
პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ კი­დევ ორ ქალს წარმო­გიდ­გენთ, რომ­ლე­ბიც XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ქვეყ­ნის ბედ­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ
13:42 / 23-06-2017  Image "კანიბალების საქმის" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ: ბექა შენგელიას უვადო, მარიამ ყოჩიაშვილს - 20 წელი
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
20:01 / 23-06-2017  Image სკანდალი "X ფაქტორის" ირგვლივ - სოფო საჟონიანის გამო ლელა წურწუმიამ და სტეფანემ იჩხუბეს?
"მე და ლელა, მართლა წამოვედით ადრე"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49