"20 წლის დედამ ჩვენთვის სიცოცხლე დათმო, 20 წლის გამზრდელმა სიცოცხლე შემოგვწირა" - "სხვისი შვილების" თანამედროვე ისტორია

"20 წლის დედამ ჩვენთვის სიცოცხლე დათმო, 20 წლის გამზრდელმა სიცოცხლე შემოგვწირა" - "სხვისი შვილების" თანამედროვე ისტორია

ეს ამბავი ქუთაისში წლების წინ მოხდა. 20 წლის ახალგაზრდა, მანანა კილაძე ტყუპების მშობიარობას გადაჰყვა. ქალმა, რომელიც შემდეგ ამ ოჯახის დიასახლისი გახდა, მთელი ცხოვრება ტყუპებს და მათ ძმას მიუძღნა. გაზარდა ისე, როგორც საკუთარი შვილები.

ბოლო დაბადების დღე მისმა შვილმა "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა, რომელსაც ემოციის გარეშე ნამდვილად ვერ წაიკითხავდით.

მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეები მანანა შარაბიძეს "გმირ დედას" უწოდებენ. საკუთარი ისტორია მათ კიდევ ერთხელ "ნანუკას შოუში" გაიხსენეს.

ავთანდილ კაჭახიძე:

"მკაცრი დედა იყო, ყოველ დღე სკოლაში დადიოდა. თუმცა როცა საქმე სიყვარულს, სიკეთეს, ამაგს და თავდადებას ეხება, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დედაჩემი გმირია. 19 წლის ადამიანი გაჰყვა 3 შვილის მამას. ამ დროს მამა 21 წლის იყო. უდედობა ჩვენ არ გვიგრძნია. ერთადერთი, რაც მეხსიერებაში შემოდის არის ის, რომ მამას დავყავდით დედას საფლავზე".

ანზორ კაჭახიძე:

"მე ხშირად ვამბობ, სხვებისგან განსხვავებულები ვართ. სხვებს თუ აქვთ სწორი ცხოვრება და ეს მათთვის არჩევანია, ჩვენთვის ეს ვალდებულებაა. 20 წლის დედამ სიცოცხლე დათმო ჩვენთვის და 20 წლის გამზრდელმა სიცოცხლე შემოგვწირა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწორი ცხოვრება ვალდებულებაა და არა არჩევანი".

14 წლის იყვნენ ტყუპები, როდესაც მამა გარდაეცვალათ. როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, ამ დროს დაიწყო კაჭახიძეებისთვის "სხვა ცხოვრება", თუმცა ესეც გადალახეს.

მანანა შარაბიძე:

"მერვე კლასში იყვნენე ბიჭები, მაკა მესამე კლასში იყო. როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა კაჭახიძეების ოჯახისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო. სხვა ცხოვრების სტილზე გადავედით. იყო ეკონომიური პრობლემები.. იყო 90-იანი წლები... თუმცა ესეც გადავლახეთ".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია