"თაიმის" გარეკანი არ ჯობია "ოლ სტარს?" - ზაზა ფაჩულია "მსოფლიო ყურადღების ცენტრში"

"თაიმის" გარეკანი არ ჯობია "ოლ სტარს?" - ზაზა ფაჩულია "მსოფლიო ყურადღების ცენტრში"

"დალას მავერიქსის" ფანების ინსტაგრამის გვერდზე - mavs_fanatic გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებში. ქართველი ცენტრი TIME-ის გარეკანზე და წარწერა "საერთაშორისო ყურადღების ცენტრი". "ზაზა ფაჩულია "მავერიქსთან" მის პირველ სეზონშივე აღზევდა. რას გვიმზადებს ქართველი დანარჩენ სეზონში?" - ვკითხულობთ ფან-გვერდზე, რომელსაც 15 ათასამდე მიმდევარი ჰყავს.

მართალია, ფოტო ზაზაზე შეყვარებული "მავის" ფანების გაკეთებულია, თუმცა ვინ იცის, იქნებ მათ ქართველი კაპიტნის მომავალი აღიარება იწინასწარმეტყველეს ამით?! ზაზას ფოტოს "თაიმის" გარეკანზე ქართველი ფანებიც აქტიურად ეხმაურებიან: "თაიმის გარეკანი არ ჯობია ოლ სტარს?"; "ზაზა თუ ჩემი ძმა ხარ, უფრო მეტი ისროლე რა".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია