ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება - ეკა მიშველაძის კომენტარი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება - ეკა მიშველაძის კომენტარი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. როგორც ეკა მიშველაძე აცხადებს, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი სასაფლაოზე მოხდა.

"სტაბილურია, ოპერაციაზე შეიყვანეს" - დაწერა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიშველაძემ.

მოისმინეთ სატელეფონო კომენტარი

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა და თავზე ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით განხორციელებული. როგორც ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით საათნახევრის წინ მიიყვანეს.

"მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ექიმმა.

თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. უცნობმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია