ალექსი პეტრიაშვილს 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 ალექსი პეტრიაშვილს 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მისი თქმით, პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ექიმების გადაწყვეტილებით, არ ამოიღეს და დატოვეს.

როგორც ავთანდილ იმედაძემ განმარტა, დააკვირდებიან ვითარებას, დინამიკას და 24 საათში იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ ტყვიასთან დაკავშირებით მიღებული. შესაძლოა, მისი ამოღება საჭირო არ გახდეს და დარჩეს თირკმელში, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის.

"ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა იმედაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია