ამ წუთებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსები სტინგი და კრის ბოტი კონცერტს მართავენ. მომღერალმა ქართველი მაყურებლისთვის 2 საათიან პროგრამას წარადგენს.
კონცერტს ესწრება, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად.
პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
ლეგენდარული მუსიკოსების კონცერტს მეუღლეებთან ერთად ესწრებიან მთავრობის წევრები. ირაკლი ღარიბაშვილი მაგთან განცალკავებით ზის.
შეგახსენებთ, მუსიკოსები "საქართველოს ბანკის" მოწვევით ჩამოვიდნენ. სტინგი თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა წლებში სტუმრობდა. ამერიკელი მესაყვირე კი თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.