კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:14 / 27-02-2016
"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!
რაგბი! ეს სიტყვა უკვე საქართველოში ხშირად და სიამაყით ისმის. ამ სიამაყის სულისჩამდგმელები კი "ბორჯღალოსნები" არიან. "ბორჯღალოსნები" რომლებიც მატჩიდან მატჩამდე არასდროს კარგავენ საბრძოლო ჟინს.

ბევრს რაგბის თამაში ხელ-ფეხჩართული ჩხუბი, ან ბრძოლა წესების გარეშე ჰგონიათ. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი გურული ლელობურთისთვის, რომელიც ყოველწლიურად  გურიაში იმართება.

ლელობურთის თამაშში ორი სოფლის მცხოვრებლები მთელი ძალით ცდილობს ლელო თავისი სოფლისკენ წაიღოს. იქ წინასწარ არავინ იცის, თამაში როდის მთავრდება - ის ყოველთვის იმდენ ხანს გრძელდება სანამ ბურთი, ბოლოსდაბოლოს რომელიმე სოფლის მხარეს არ გააღწევს...

რაგბში კი წესები იმაზე მეტად მკაცრად არის გაწერილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ერთი შეხედვით ჩხუბის კორიანტელში, გაწევა-გამოწევაში და საბრძოლო ყიჟინის ხმაში ისეთი წესები და კანონები არის გასათვალისწინებელი, თუ ამ სპორტის მიმდევარი არ ხარ, ძნელია ნერვები გეყოს მის შესასწავლად.

ასეთი საბრძოლო მუხტი და ყიჟინა დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე ვნახეთ, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ესპანელებს უმასპინძლეს.

გადავსებული ტრიბინუნებიდან ძნელია დაასახელო ვინმე, ვისაც ქართველების გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერს თავისი წესები აქვს.

მილტონ ჰეიგის შეგირდებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად ვერ დაარტყა. ქართველმა მორაგბეებმა მიზანს მე-14 წუთზე, საჯარიმო ლელოთი მაინც მიაღწიეს. კვირკაშვილმა გარდასახა და 7:0!

მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეტევაში დაშვებული ჩვენივე შეცდომის შემდეგ შეძლეს. კვირიკაშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა, ბურთი ხელთ ხულენ გოიამ იგდო, მთელი მოედანი ჩაირბინა და ჩვენს ძელებს შორის დაამიწა. სტუმრებს გარდასხვა არ გასჭირვებიათ - ასე გაათანაბრეს ესპანელმა ლომებმა ანგარიში 7:7 . თუმცა ამის შემდეგ ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ისეთი შტურმი მოუწყვეს "ტაბლოზე" მათ სასარგებლოდ ციფრი აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი. ამ უკანასკნელმა 52-ე წუთისთვის
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავად დადო ლელო და "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა გაუნაღდა.

55-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს" მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, იერიში კი თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახა - 33:7.

66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 38:7. დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ნაკრების კაპიტანმა, შალვა სუთიაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გულშემაკივრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, დიდი მუხტი შეგვძინეს და ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ".

წესი წესია და როგორც ყველა შეხვედრისას აქაც გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა. "ბორჯღალოსნებმა" ტრიბუნას შემოუარეს და გულშემატკივრებს მადლობა გადაიხადეს და ეს ყველაფერი ხანგრძლივი მხურვალე ოვაციების ფონზე.

იხილეთ ვიდეო


ნანა ჩხაიძე
AMBEBI.GE

11:23 / 29-02-2016
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! ჯიგრები ხართ!
gio
12:28 / 28-02-2016
გამარჯვება! გამარჯვება! გამარჯვება! ჯანმრთელობა და წინსვლა ჩვენს ლომებს!!! თქვენ მაინც გაუხარეთ ქართველ ხალხს გული...
////
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:06 / 26-07-2016  Image დანაშაულებრივი გარიგებები, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
ახალაიას 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება
09:22 / 26-07-2016  Image "კამერების 30% უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს" - როდის დამონტაჟდება გზებზე ახალი კამერები და რის მიხედვით დაჯარიმდებიან მძღოლები
"რასაც ნიუ იორკის, ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს, იგივე პროდუქტია ჩამოტანილი ჩვენთან"
12:22 / 26-07-2016  Image როგორ გამოყურება პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური
PHOTO+VIDEO| სწორედ მინდია გოგოჭურს უკავშირდებოდა ორი დღის წინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებიული განცხადება
11:33 / 26-07-2016  Image კიევის ყველაზე ლამაზი პატრული სახეში შეფურთხების შედეგად გარდაიცვალა
ქალი გასული წლის დეკემბერში დაავადდა ეჭვმიტანილის დაკავების დროს
18:47 / 25-07-2016  Image გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის, თაკო ცაგურიას ოჯახური იდილია
გიგი უგულავას ოჯახური ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა ყვითელი პრესა თვალს.
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49