"მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი..." - ეკა მიშველაძის ემოციური პოსტი მეუღლის მორიგი ოპერაციის შემდეგ

"მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი..." - ეკა მიშველაძის ემოციური პოსტი მეუღლის მორიგი ოპერაციის შემდეგ

წუხელ გვიან ღამით "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ამასთან, მიშველაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობისკენ და გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს: "ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო. ჰოდა, ეს სხეულის განზრახ დაზიანებაა თუ მკვლელობის მცდელობა?! შსს ცოტა გამოცოცხლდით!!", - წერს ეკა მიშველაძე.

იხილეთ ვიდეო

მოგვიანებით, ოპერაციის დასრუპების შემდეგ, მიშველაძემ კიდევ ერთი ემოციური პოსტი დაწერა: "ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა... მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია