"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს

"ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე და ამ ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება" - რაზე ესაუბრა პატრიარქი პუტინს

მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

უწმინდესმა ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ დაკარგული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება.

"ტერიტორიული მთლიანობა დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ღიად დარჩენა საკითხისა, ამ ჭრილობისა არ შეიძლება. არასდროს ყოფილა კონფლიქტი აფახაზებსა და ქართველებს შორის. ეს იყო შექმნილი ხელოვნურად", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო... ეს მალე მოხდება", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესის განცხადებას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია