როგორ აღნიშნეს გიორგი გაბუნიამ, გიორგი ნაკაშიძემ და ნიკა გვარამიამ ტელეწამყვანის 40 წლის იუბილე იახტაზე

როგორ აღნიშნეს გიორგი გაბუნიამ, გიორგი ნაკაშიძემ და ნიკა გვარამიამ ტელეწამყვანის 40 წლის იუბილე იახტაზე

პროექტ "X ფაქტორის" მეორე სეზონის გამარჯვებულის, გიორგი ნაკაშიძის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია და, ახლა, ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ, უკვე თბილისში დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. ცოტა ხანში ბათუმიდან თავის ბენდსაც ჩამოიყვანს, რომელთან ერთადაც წინ დიდი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე კი, "რუსთავი 2"-ში მუშაობის პარალელურად, ბარში მღერის. სიახლეებზე კარიერაში და მენტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიღებულ რჩევებსა და გამოცდილებაზე ახალგაზრდა მომღერალმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა:

- რჩევისთვის თუ მიმართავ ხოლმე გაბუნიას?

- დიახ, როცა რამე მაინტერესებს, ყველაფერს მასწავლის. არა მხოლოდ შემოქმედებით, ცხოვრებისეულ საკითხებშიც, თუნდაც ტანსაცმლის, სუნამოს ან რაიმე მსგავსის შერჩევას ეხებოდეს საქმე. ზაფხულში ბათუმში იყო ჩამოსული და ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი. ვიცოდით, რომ ჩამოდიოდნენ გიორგიც და გვარამიაც. გაბუნიას დაბადების დღე ჰქონდა, იახტაზე დავპატიჟეთ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი 40 წლის იუბილე. სხვათა შორის, თავის ასაკს არ მალავს, მაგრამ ამბობს, მაინც არავის სჯერა. ერთხელ, უთხრეს, 28 წლის იქნებიო. მერე ჩემზე ვკითხე და შენც ეგრეო. არადა, მე 19-ისა ვარ, ის - 40-ის... ერთხელ ბათუმში, რესტორანში რომ შევედით, აჭარლებმა გაბუნია "დაითრიეს," ყანწი მიაწოდეს და ჩაახრჩვეს სასმელში.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია