განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

განათლების მინისტრის მოადგილე კომიტეტის სხდომაზე: "რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?"

"გთხოვთ მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ - იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი?!" - აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგნის "მე და საზოგადოება" მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს მიმართა.

პასუხად სხდომაში მონაწილე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ეს საგნის შემოღების მიზნებში წერია, სადაც აღნიშნულია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ. "სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?!", - მიმართა ბაღათურიამ ლია გიგაურს. გიგაურმა განმარტა ისიც, რომ დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის თუ, ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია - დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.

ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა განმარტა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.

"ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საჯარო სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვისა და ამასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობენ. საკომიტეტო სხდომაში დეპუტატების გარდა მონაწილეობას იღებენ პარლამენტის ყოფილი წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია, თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე საკომიტეტო განხილვაზე იმყოფებიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე, "მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები. კომიტეტის სხდომა კამათის ფოზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია