"ნა­თელ­მ­ხილ­ველს უთ­ქ­ვამს, - ეს ბი­ჭი კარ­გი კა­ცი დად­გე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის გვა­რი მას­ზე გა­ჩერ­დე­ბაო"

"ნა­თელ­მ­ხილ­ველს უთ­ქ­ვამს, - ეს ბი­ჭი კარ­გი კა­ცი დად­გე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის გვა­რი მას­ზე გა­ჩერ­დე­ბაო"

ფი­ზი­კოს ზუ­რაბ ხვე­დე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბით. პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი მის ბავ­შ­ვო­ბა­ში მოხ­და. ახ­ლა 84 წლის არის, ცხოვ­რე­ბა­ში თავს გა­დახ­დე­ნი­ლი არა­ერ­თი ამ­ბა­ვი წი­ნას­წარ სიზ­მარ­ში აქვს ნა­ნა­ხი. რო­გორც ფი­ზი­კო­სი, ამ მოვ­ლე­ნას ახ­ს­ნას ვერ უძებ­ნის, პა­უ­ზის შემ­დეგ კი დას­ძენს: - სხვა რა ვუ­წო­დო, თუ არა - სას­წა­უ­ლი?

- ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რგან­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­მა მა­ღა­როს მუ­შა გახ­ლ­დათ, დე­და - დი­ა­სახ­ლი­სი. ოჯახ­ში მე-7 შვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 2 ბავ­შ­ვი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­დათ. წლი­ნა­ხევ­რი­სას "წი­თე­ლა ბა­ტო­ნე­ბი" შემ­ხ­ვ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ ერთ სა­ღა­მოს მა­მა შინ ნას­ვა­მი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც სახ­ლ­ში "ბა­ტო­ნე­ბი­ა", ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა იკ­რ­ძა­ლე­ბა. მა­მას სიმ­თ­ვ­რა­ლის გა­მო "ბა­ტო­ნე­ბი" "გაბ­რაზ­დ­ნენ", 9 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძ­რევ­ლად ვწო­ლილ­ვარ. ად­რე სოფ­ლებ­ში გა­მო­ლოც­ვე­ბი იცოდ­ნენ, 9 ქა­ლი მო­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მა­ინც ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. ერთ დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­მა შინ არ შე­მო­სუ­ლა, ბოს­ლი­დან ხა­რე­ბის უღე­ლი გა­მო­უ­ტა­ნია, კი­სერ­ზე და­უდ­გამს და და­ჩო­ქილს სახ­ლის გარ­შე­მო სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლია. თან ლო­ცუ­ლობ­და და უფალს ჩემს თავს ავედ­რებ­და. იმ სა­ღა­მოს­ვე შე­და­რე­ბით კარ­გად გავ­მ­ხ­დარ­ვარ. მარ­თა­ლია გა­დავ­რ­ჩი, მაგ­რამ დავ­მუნ­ჯ­დი. სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვლა­პა­რა­კობ­დი.

- მა­მათ­ქ­ვენ­მა რა თქვა, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ციო?

- მა­მა ამ თე­მა­ზე არ ლა­პა­რა­კობ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, სიზ­მარ­ში უნა­ხავს, ასე მო­ი­ქე­ცი და შვი­ლი მორ­ჩე­ბაო. 4 წლამ­დე მუნ­ჯი ვი­ყა­ვი, ოჯა­ხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ე­გუა.

- ექიმ­თან არ წა­გიყ­ვა­ნეს?

- რო­გორ არ წა­მიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა ექი­მი ამ­ბობ­და, ეს ბავ­შ­ვი ალა­პა­რაკ­დე­ბაო.

- ლა­პა­რა­კი რო­გორ და­იწყეთ?

- 4 წლის ასაკ­ში თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. აპ­რი­ლის ბო­ლო კვი­რა დღე იდ­გა, თბი­ლი ამინ­დი იყო, ეზო­ში დე­და ტრი­ა­ლებ­და, ყვე­ლა­ნი სახ­ლ­ში იყ­ვ­ნენ. ჩვენ­თან იქ­ვე პა­ტა­რა სახ­ლი იდ­გა, სა­დაც ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბა­ბუა ღა­მის 4 სა­ათ­ზე ამ­დ­გა­რა ისე, რომ არა­ვის­თ­ვის არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს და სახ­ლი­დან წა­სუ­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 11 სა­ა­თი იყო, ეზოს კა­რი რომ გა­ი­ღო და ლა­მა­ზი ვა­ცი შე­მო­ვი­და, პირ­და­პირ ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა. დე­დას შე­ე­შინ­და. სას­წა­უ­ლი ის იყო, რომ ეს თხა ჩემ­თან მო­ვი­და, მუხ­ლებ­ზე და­ი­ჩო­ქა და გა­ჩერ­და. არ შემ­ში­ნე­ბია, მი­ვე­ფე­რე. ამ დროს ბა­ბუა შე­მო­ვი­და ეზო­ში და და­ვი­ძა­ხე - ბა­ბუა! მა­მა მომ­ვარ­და, ცალ­კე გა­მიყ­ვა­ნა, მო­მე­ფე­რა. იცო­და, ემო­ცია ზედ­მე­ტად არ უნ­და გა­მო­ე­ხა­ტა, არ უნ­და შემ­ში­ნე­ბო­და, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მეტყ­ვე­ლე­ბა ისევ და­მე­კარ­გა. მე­ო­რე სიტყ­ვა "დე­და" მით­ქ­ვამს.

- ბა­ბუ­ამ თხა სა­ი­დან მო­გიყ­ვა­ნათ, მა­საც ხილ­ვა ჰქონ­და?

- გა­ირ­კ­ვა, რომ ბა­ბუ­ას სიზ­მა­რი უნა­ხავს. თა­ვად ეს სიზ­მა­რიც სა­ო­ცა­რია: წი­ნას­წარ იცო­და, 7 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში, რო­მელ უბან­ში, რო­მელ მცხოვ­რებ­თან უნ­და მი­სუ­ლი­ყო, რომ ეს თხა წა­მო­ეყ­ვა­ნა. ის კა­ცი ენ­დო და გა­მო­ა­ტა­ნა. ბა­ბუა ამ­ბობ­და, რომ წა­მო­ვიყ­ვა­ნე, გზას და­ად­გა და 7 კი­ლო­მეტ­რი ისე გა­მო­ი­ა­რა, არ­სად გა­და­უხ­ვე­ვია, პირ­და­პირ ჩვენს ეზო­ში მო­ვი­დაო. იმე­რე­თის მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ ბი­ლი­კებ­ზე გზა რო­გორ გა­მო­იგ­ნო, სა­ოც­რე­ბა არ არის? მეტყ­ვე­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ჭირ­და, მაგ­რამ მა­ვარ­ჯი­შებ­დ­ნენ.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია