ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:32 / 03-03-2016
"მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები, მგონია მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე" - გიორგი კეკელიძის ბლიცი

PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ტყუილი გამართლებულია როცა... მენატრება... როცა მაქებენ... მოხუცი ვიქნები... ატარებთ ექსპერიმენტებს? - ამ და სხვა ბლიცკითხვებს გიორგი კეკელიძე პასუხობს.

"თავისუფლება ჩემთვის არის ერთგვარი დამოუკიდებლობის განცდა. მათ შორის იმ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რომელიც საკუთარ თავში გაქვს, ნაკარნახევი საზოგადოებრივი კლიშეებისგან. თუმცა აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა არის სრულიად წარმოუდგენელი.
შეიძლება ითქვას, რომ სრული თავისუფლების მიღწევა  სასურველი არც იყოს. მე მგონია, რომ ტაბუმაც შექმნა ადამიანი...
...როცა მაქებენ მიხარია, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ ამ ქებაზე დამოკიდებული არ ვარ, რადგან შეიძლება ეს ქება მეორე დღეს იგივე წარმატებით ლანძღვად გადაიქცეს.
... ყველაზე მეტად მაბრაზებს უზრდელ ადამიანთან შეხვედრა.  შეიძლება გამაბრაზოს უსამართლობამ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სამყარო მაინცდამაინც სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი არ არის.
...ძალიან ბევრი რამ არის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგალითად, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა იმაზე ადრე, ვიდრე წარმომედგინა. ამან დამიდასტურა ის, რომ ყველაფერი არის მოსალოდნელი, მათ შორის ცუდიც.
...წარმატებისთვის აუცილებელია ნიჭი, შრომა და იღბალი.
... ყოველთვის მზად ვარ ტკივილისთვის. გონებრივად სიკვდილისთვისაც, ოღონდ ამ ყველაფერში საკუთარ თავს არ ვუტყდები. ვცდილობ
You must have Flash Player installed in order to see this player.
შორს დავიჭირო სიკვდილისგან თავი.
... უარს ვერ ვამბობ ოცნებებზე, რომელიც მქონდა, მაქვს და მექნება.
... ვნანობ რაღაცეებს ... ფუნდამენტალური თვალსაზრისით, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება ფუჭია...
... მენატრება ის ადამიანები ვინც გარდაიცვალა... მენატრება ჩემი სოფლის სახლი.

...მოხუცი არ წარმომიდგენია ჩემი თავი. სულ მაქვს იმის განცდა, რომ არ მოვხუცდები... სულ მგონია, რომ მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე...

იხილეთ ვიდეო




10:39 / 04-03-2016
ამ ყმაწვილის რამდენიმე ინტერვიუს გავეცანი. რომ კოხტაობს და მეტიჩრობს ეგ კიდე არაფერი. მიედება-მოედება, მაინც იქითკენ მიყავს რო ახსენოს თავისი მრავალრიცხოვანი შეყვარებულები და გერლფრენდები. სულ ამას ცდილობს. ან რაღაც უჭირს მაგ მხრივ და კომპლექსი აქვს, ან უბრალოდ ზეგოიმია
v
22:15 / 03-03-2016
რა სამწუხაროა როცა ადამიანებს წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვთ!
brola*
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:55 / 28-08-2016  Image "დღეს ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს..." - პატრიარის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე
"უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს"
13:26 / 10-07-2016  Image პენსია დოლარებში - რამდენს იღებენ მოხუცები სხვადასხვა ქვეყანაში
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით - 180 ლარამდე გაიზარდა
16:00 / 28-08-2016  Image მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - კიევში რუსი ჟურნალისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ჟურნალისტი საკუთარ თავს კრემლის მოწინააღმდეგედ და ვლადიმერ პუტინის მტრად განიხილავდა
09:48 / 28-08-2016  Image დედამთილის მიერ დანატოვარი საოცარი ბაღი, რომელსაც ცნობილი ექიმი სათუთად უვლის
აქ ყველაფერს თავის ისტორია აქვს
15:55 / 28-08-2016  Image 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გეძინოთ სრულიად შიშველს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შიშველი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49