"მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები, მგონია მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე" - გიორგი კეკელიძის ბლიცი

 "მაქვს განცდა, რომ არ მოვხუცდები, მგონია მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე" - გიორგი კეკელიძის ბლიცი

PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ტყუილი გამართლებულია როცა... მენატრება... როცა მაქებენ... მოხუცი ვიქნები... ატარებთ ექსპერიმენტებს? - ამ და სხვა ბლიცკითხვებს გიორგი კეკელიძე პასუხობს.

"თავისუფლება ჩემთვის არის ერთგვარი დამოუკიდებლობის განცდა. მათ შორის იმ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რომელიც საკუთარ თავში გაქვს, ნაკარნახევი საზოგადოებრივი კლიშეებისგან. თუმცა აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა არის სრულიად წარმოუდგენელი.

შეიძლება ითქვას, რომ სრული თავისუფლების მიღწევა  სასურველი არც იყოს. მე მგონია, რომ ტაბუმაც შექმნა ადამიანი...

...როცა მაქებენ მიხარია, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ ამ ქებაზე დამოკიდებული არ ვარ, რადგან შეიძლება ეს ქება მეორე დღეს იგივე წარმატებით ლანძღვად გადაიქცეს.

... ყველაზე მეტად მაბრაზებს უზრდელ ადამიანთან შეხვედრა.  შეიძლება გამაბრაზოს უსამართლობამ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სამყარო მაინცდამაინც სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი არ არის.

...ძალიან ბევრი რამ არის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მაგალითად, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა იმაზე ადრე, ვიდრე წარმომედგინა. ამან დამიდასტურა ის, რომ ყველაფერი არის მოსალოდნელი, მათ შორის ცუდიც.

...წარმატებისთვის აუცილებელია ნიჭი, შრომა და იღბალი.

... ყოველთვის მზად ვარ ტკივილისთვის. გონებრივად სიკვდილისთვისაც, ოღონდ ამ ყველაფერში საკუთარ თავს არ ვუტყდები. ვცდილობ შორს დავიჭირო სიკვდილისგან თავი.

... უარს ვერ ვამბობ ოცნებებზე, რომელიც მქონდა, მაქვს და მექნება.

... ვნანობ რაღაცეებს ... ფუნდამენტალური თვალსაზრისით, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება ფუჭია...

... მენატრება ის ადამიანები ვინც გარდაიცვალა... მენატრება ჩემი სოფლის სახლი.

...მოხუცი არ წარმომიდგენია ჩემი თავი. სულ მაქვს იმის განცდა, რომ არ მოვხუცდები... სულ მგონია, რომ მანამდე დასრულდება ჩემი სიცოცხლე...

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია