ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:51 / 04-03-2016
ცნობილი უცხოელები, რომელთათვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა
საქართველო უცხოელებს ძალიან უყვართ. თვალწარმტაცი ბუნება, გემრიელი სამზარეულო, ქართული ღვინო, პოლიფონიური სიმღერა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა გულგრილს არავის ტოვებს. თუ უცხოელი სტუმრების ჩანაწერებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ რომ ისინი დიდხანს რჩებიან ქართული შთაბეჭდილებების ქვეშ. უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის წარმატებულმა ადამიანებმა, სწორედ საქართველოში ცხოვრება აირჩიეს და ჩვენი ქვეყანა მათთვის მეორე სამშობლო გახდა.

ჯონ ვურდემანი
ჯონ ვურდემანი 15 წელია საქართველოში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე, ქეთი მინდორაშვილი. მათი ოჯახი ათ წელზე მეტია ქართული ღვინის და პოლიფონიური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. ის პროფესიით მხატვარია და საქართველოზე უზომოდ არის შეყვარებული. 11 დეკემბერს ჯონ ვუდერმანის სახლი და რესტორანი სიღნაღში დაიწვა. მის სახლში წლების განმავლობაში ნაგროვები ეთნოგრაფიული მასალა იყო დაცული. ქველმოქმედების მიზნით, ვუდერმანის მეგობრებმა ღონისძიება გამართეს, სადაც მხოლოდ 20 000 ლარი შეგროვდა.



ტონი ომეილი
ტონი ომეილი ტონი ომეილს საქართველოში კარგად იცნობენ. ის ბრიტანელია და 2004 წელს, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა. ის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. თუმცა ამის პარალელურად არც თავის საყვარელ საქმიანობაზე - მომღერლობაზე ამბობდა უარს. მღეროდა რესტორნებში და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე, თან სრულიად უფასოდ. მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს და ჩვენს ქვეყანაზე ძალიან არის შეყვარებული. 2009 წელ ტონი ომეილიმ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე სცადა ბედი, ბრიტანელ მომღერალს, მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს სახელით სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა შესარჩევ კონკურსზე ვერ გაიმარჯვა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი
კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში 2013 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის ქობულეთში ცხოვრობს. ჩეროვეცკი ქობულეთში პირველად 1977 წელს ჩამოვიდა, როცა მის პირველ სიყვარულს ხელი სთხოვა. ამბობს, რომ საქართველო ძალიან უყვარს, რადგა საქართველომ ბევრი გააკეთა მისთვის. ლეონიდ ჩერნოვეცკი ქველმოქმედებით არის დაკავებული, სულ ცოტა ხნის წინ კი, მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება და პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დაარსა.



სტივ ჯონსონი

სტივ ჯონსონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია. ის წარმოშობით ამერიკელია. თავდაპირველად საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა, საკუთარი ძმის მოსანახულებლად. თუმცა ქვეყანაში არსებული ომის და არეულობის გამო ამერიკაში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ათი თვე თბილისში დარჩა. მხოლოდ ათი თვის შემდეგ შეძლო საკუთარ ქვეყანაში გამგზავრება, საიდანაც ისევ საქართველოში დაბრუნდა, საკონსულოში დაიწყო მუშაობა და ქართველ გოგონაზე იქორწინა. მოგვიანებით კი სასტუმრო "ბეტსი" გახსნა, რომელიც ამერიკის საელჩოს სტუმრებზე იყო გათვლილი. შემდეგ კი "პროსპეროს წიგნები" გახსნა. ამერიკაში წელიწადში ორჯერ ჩადის, ისწავლა ქართული ენა. "მე საქართველოს შეყვარება მაშინ დავიწყე, როდესაც ამერიკასთან შედარებას მოვეშვი", - განაცხადა სტივ ჯონსონმა.

ზოე პერეტი

ზოე პერეტი საქართველოში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის სორბონას უნივერსიტეტში მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა და ქართული ფოლკლორითაც დაინტერესდა. თბილისში შოთა იათაშვილის და მალხაზ ხარბედიას მეშვეობით მოხვდა. მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფში, ფრანგულის მასწავლებლადაც მუშაობდა. ამბობს რომ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი სურვილი ქართული მუსიკის შესწავლა იყო, რის გამოც გადაწყვიტა საკუთარი ბარი გაეხსნა და გახსნა კიდეც. როგორც თავად ამბობს, აპირებს ქართულ ფოლკლორზე მომავალში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფილმიც გადაიღოს. სჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი გამოუვა.

ფადი ასლი
ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი 18 წელია საქართველოში ცხოვრობს. წარმატებული ბიზნესმენი ქართულმა საზოგადოებამ ია ფარულავასთან ქორწინების შემდეგ გაიცნო. ფადი ასლი ამჯერად საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეა. ბოლო დროს ის ხშირად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მწვავე განცხადებებსაც აკეთებს.



სვენ ვოგე
ნორვეგიელი სვენ ვოგე წლებია საქართველოში ცხოვრობს. კარგად იცნობს ქართულ კულტურას და მის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ტრიოში "გიორგი“ ქართულ სიმღერებს პროფესიონალურად ასრულებს. ორი ნორვეგიელისა და ქართველისგან შემდგარი ტრიო კონცერტებსა და ტურნეებს ხშირად მართავს. ქართული სიმღერა ბატონმა სვენმა თავისი ნათლიისგან, გიორგი უშიკიშვილისგან შეისწავლა. საქართველოში საცხოვრებლად სწორედ ქართული სიმღერის სიყვარულის გამო დარჩა. ის წარმოშობით ოსლოდან არის. სვენ ვოგემ ქართულ-ნორვეგიული ფოლკლორის ცენტრიც დაარსა.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
18:05 / 04-03-2016
უცხოელები მოდიან ქართველები გარბიან
mino
18:01 / 04-03-2016
უცხოელები ჩამოდიან ქართველები გარბიან
nino
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49