კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:08 / 06-03-2016
"Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ... მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!" - ექიმის უცენზურო პასუხი სასწრაფოს დაგვიანებით შეწუხებულებს
დაგვიანებული სასწრაფო საქართველოში არახალია. რა არის ამის მიზეზი - საცობები ქალაქში, ბრიგადების სიმცირე თუ ისეთი გამოძახებების სიმრავლე, "რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს", ამაზე პასუხი არ არსებობს, რეალობა კი ასეთია - მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი.

მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ლალი ფაცია, რომელმაც სასწრაფო დახმარების სამსახური საღამოს 10 საათზე გამოიძახა და 2 საათი მოუხდა ლოდინი. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პოსტში დაწერა. მწვავე პოსტს არანაკლებ მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

"ამ საღამოს სასწრაფომ "უძვირფასესი" დრო გამატარებინა. 11-ის წუთებზე 112-ის სამსახურში დავრეკე, რადგანაც ჩემს ძმას ალერგიული შეტევა დაეწყო. ოპერატორმა მიპასუხა, - ბრიგადა მალე ვერ მოვაო; მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ 2 საათი ლოდინი დაგვჭირდებოდა, თან, ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე 112-ში გადარეკვა და მათ მოლოდინში, ძირითადად, ქუჩაში დგომა. ამასობაში გაირკვა,რომ ჩვენს მეზობელსაც გამოეძახებინა სასწრაფო, ბებია გახდომია ცუდად და ისიც ქუჩაში იყო გამოსული...

2 საათის შემდეგ, როგორღაც მოვიდნენ, ჯერ მეზობელთან შევიდნენ, შემდეგ - ჩვენთან. თქვენზე წინ გადაუდებელ შემთხვევები იყო და ამიტომ დავაგვიანეთო. მესმის და მჯერა, რომ გადაუდებელ პაციენტებთან იყვნენ და ჩენზე წინ ისინი დააყენეს, მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენ?! (2 საათში ხომ შეიძლება პაციენტს სერიოზულად გაურთულდეს მდგომარეობა?!) ამ საღამოს ისიც გავარკვიე, რომ თურმე სასწრაფოს ავადმყოფთან მისვლა ხანდახან 2 საათზე მეტიც აგვიანდება, მაგალითად, 6 საათი.

თბილისს სულ 80 მანქანა ემსახურება, ჩუღურეთს, ანუ ჩვენს რაიონს - 10. თუკი ასეთი ინტერვალებით დადიან სასწრაფოს ბრიგადები, გამოდის, ეს 80 მანქანა არ არის საკმარისი დედაქალაქისთვის. ან როგორ ეყოფა, ამ "ძვირფასი" ცხოვრებისგან დაავადმყოფებულ-დანევროზებულ საზოგადოებას?! თქვე, დალოცვილებო, ადექით და დაამატეთ ეს ბრიგადები, დაამატეთ!!! რაღაცაში მაინც დაეხმარეთ და გამოადექით ხალხს..." - წერს ლალი ფაცია პოსტში.

კომენტარებიც დაახლოებით იმავე შინაარსისაა - ფეისბუქ-მომხმარებლები სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებულ თავიანთ ისტორიებს იხსენებენ: "რამდენიმე დღის წინ ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვიყავი და იგივე გვიპასუხეს. მეზობელი კორპუსიდან მოვიყვანეთ ნაცნობი ექიმი და იმან გადამარჩინა. სამაგიეროდ პ.ს. ორი საათის შემდეგ მოვიდნენ, გამიღიმეს, კარგია უკეთ რომ ხარო და წავიდნენ. სასწრაფო სიკვდილია, აბა რა არის"; "ჩემმა მეგობარმა გამოიძახა რამდენიმე დღის წინ 10 საათზე ღამე, მასაც უპასუხეს დაგვაგვიანდებაო და მერე შუაღამის პირველ საათზე თვითონვე გადმოურეკეს მოვიდეთ თუ არა, კიდევ გჭირდებითო..."; - წერენ კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ კომენტარებს გამოეხმაურა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თამრიკო მჭედლიშვილი, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა აღშფოთებული ჟურნალისტების კრიტიკას: "თემა თუ მისახედია, მოდით ერთად მივხედოთ. აგერ ვართ და გელით. კონკრეტული კითხვებით"

თუმცა, ყველაზე აღსანიშნავი და ხაზგასასმელი ამ ფეისბუქ-ამბავშიერთი კომენტარია, რომელიც პოსტზე რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა: "მერე და ეს დალოცვილი 2 საათი რას ელოდებით სასწრაფოს, წასულიყავით საავადმყოფოში... Iphone 6-ებით და ჯიპებით ხო დადიხართ და კაპიკის გადახდა არ გინდათ საკუთარი ჯანმრთელობისთვის.. თანაც თუ გადაუდებელი მდგომარეობაა საყოველთაო
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაზღვევა აფინანსებს იმის მიუხედავად სასწრაფო მიიყვანს თუ თვითონ მივა პაციენტი. მარა მუქთა კუბოში ჩაწოლა გირჩევიათ!!! ყველას დედას შე... ვინც სასწრაფოს ექიმებზე დაგვიანების გამო ცუდს იტყვის. ეგ არაა ექიმის ბრალი, და ტრ... დააყენეთ ყველამ!!!!" - წერს კომენტარში ვინმე დავით ვარდიაშვილი, რომელიც როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, არც მეტი არც ნაკლები... თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმია.

როცა მის უცენზურო კომენტარს კრიტიკა მოჰყვა, ბატონი დავითი ტონის შერბილებას შეეცადა და დაწერა: "პირველადი ჯანდაცვის განვითარებაა საჭირო და პოლიკლინიკების და საოჯახო მედ. ცენტრების გახსნა დამატებით და იმის ცოდნა რომ ყველაფერზე სასწრაფოს გამოძახება არ შეიძლება.. 500 ბრიგადა რომ იყოს, მაინც არ ეყოფა 2 მილიონიან ქალაქს. ექიმების ლანძღვა შეიძლება და ჩემგან არ შეიძლება ხო?! მე მკითხეთ რა ხდება სასწრაფოში და ასეთი "გამოსვლები" აღარ იქნება საჭირო".


საკითხი ამით არ დასრულებულა, AMBEBI.GE უახლოეს მომავალში ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ სასწრაფოს დაგვიანების პრობლემის შესახებ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება დაფიქსირებული.
16:54 / 18-04-2016
მიდგომა უნდა შეიცვალოს:1)მასობრივ მაუწყებლობებში უნდა ჩატარდეს აგიტაცია, შეიძლება ვიდორგოლების სახით,თუ რას ნიშნავს სასწრაფო დახმარება,რა შემთხვევაში ვეძახით მას.ეგ უნდა გაიცნობიეროს საზოგადოებამ.რაში იხარჯება მეტწილად დრო და სახლემწიფო და ადამიანური რესურსი.2)112-ში უნდა იყნენ აყვანილი ექიმ კონსულტანტები,რომლებიც მისცემენ პირველად სამედიციო და აუცილებელ რჩევებს სანამ დახმარების ბრიგადა მოვა,ასევე მოახდენს გამოძახების შემთხვევების დახარისხებას.3)საშინელი საცობები და სასწრაფო ბრიგადის მანქანის სავალი გზების მოწესრიგება,რათა მოხდეს დაუყოვნებელი გადაადგილება.
შესაძლებელია მკაცრი ჯარიმების შემოღება ბრიგადისთვის გადაადგილების ხელშეშლაზე.და კიდევ რატომ უნდა გავიდეს ყოველდღიურად ერთდაიგივე პაციენტზე (ქრონიკი, მარტოხელა) სსდბ რომელიც ითხოვს ელემენტარულად წყლის მიწოდებას,ელექტროენერგიის ჩართვა-გამორთვას და ა.შ)და კიდევ ელემენტარულად სიცხისდამწევი საშუალების(პარაცეტამოლი)
მიწოდების გულისთვის რატომ იხარჯება ამდენი ენერგია და რესურსი.-მგონია ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდება ,პაციენტთან მისვლის დაყოვნება აღარ იქნება.
თედორე
10:42 / 02-04-2016
რა ინტერესი აქვს ექიმს დაგვიანების,როცა იცის რომ გაილანძღება და შეიძლება ხელითაც შეეხონ.ძალიან ბევრია უაზრო გამოძახებები,კბილის ტკივილი,ნაბახუსევი,მენსტრუალური ტკივილი,წნევის აპარატი შემიმოწმე,ვერ ვიძინებ,შუქი ამინთე,ერთი კვირაა სიცხე მაქვს,საავადმყოფოში გადამიყვანე და კიდევ ვინ იცის რამდენი სისულელე.24 საათში 30–35 გამოძახება ერთ ექიმზე ძალიან ბევრია.შეუძლებელია ხარისხიანი მომსახურება.ასე რომ ექიმების ბრალი არ არის,მტლიანი სისტემაა მოსაწესრიგებელი.
დდდ
მსგავსი სიახლეები
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
"მამაკაცი მედიკამენტების ქვეშ იმყოფება და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება"
დაშავდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის 4 წევრი
"რენჯ-როვერის" მძღოლმა მანქანა მიატოვა და გაიქცა
ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან.
New York Times-ის ვიქტორინაში ზუგდიდელმა ექიმმა გაიმარჯვა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49