"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში

"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში

"არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით თბილისში რამდენიმე ადგილას ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქტივისტების ორგანიზებას თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ახორციელებდნენ. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს".

აქციის მონაწილეებმა განცხადებით, ისინი შეაგროვებენ პეტიციაზე ხელმოწერებს, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის "არა გაზპრომს".

ცოცხალი ჭაჯვის აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც. კანცელარიასთან შეიკრიბნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, "თავისუფალი ზონის" წევრები და ის მოქალაქეები, ვინც "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აპროტესტებს. მათ მიტანილი ჰქონდათ პლაკატები, წარწერით: "წადი "გაზპრომ", "არა "გაზპრომს", "წაГазпромდი!" და სხვ.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი მთავრობა არ შეეცადოს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვას. "მე ჩემს შვილთან ერთად მოვედი ამ აქციაზე. "არა გაზპრომს" იმიტომ, რომ "გაზპრომი" არის ტოტალიტარული რუსეთის ყველაზე მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენისთვის. მთელი ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაშორდეს ამ კომპანიას და სამარცხვინოა, რომ ქართული ხელისუფლება მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი გამარჯვება მიღწეულია, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია შეთანხმება, თუმცა ვიკრიბებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას არ მოუნდეს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მომღერლები მსახიობები: "ცუდია ამის ახსნა რომ გვიწევს მას შემდეგ რაც გამოვიარეთ, თუნდაც მაშინ როდესაც გაზს გვითიშავდნენ. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არ არის მხოლოდ კომპანია" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აჩიკო გულედანმა.

გიორგი უშიკიშვილის თქმით: "მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, ჩაბნელებული, სიცივეში მყოფი ადამიანები, ქუჩაში ცეცხლმოკიდებული საბურავები. მე არ მინდა ჩემმა შვილმაც ნახოს იგივე, რაც მე ძალიან კარგად მახსოვს".

"ყველა ხვდება იმას, რომ გაზპრომის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს, რუსეთმა მართოს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და საბოლოოდ ჩამოგვაშორონ დასავლურ ორბიტას. ამიტომ ყველა ერთად უნდა შევიკრათ და არა ვუთხრათ გაზპრომს" - აღნიშნა საუბრისას ია ფარულავამ.

"ხან გაზი გვაკლია, ხან გვაქვს, ხან მოეწერა ხელი რაღაც ხელშეკრულებას, ხან არ მოეწერა. აქედან გამომდინარე, ნდობა არ შეიძლება. როგორც არ შეიძლება ენდო გაზპრომს, ჩემის აზრით ამ ეტაპზე ისევე არ შეიძლება ენდო კალაძის განცხადებებს" - გია ჭანტურია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია