"თავი დაგვანებეთ!!!" - ახალგაზრდა დედის მიმართვა წინა თაობის დედებს

"თავი დაგვანებეთ!!!" - ახალგაზრდა დედის მიმართვა წინა თაობის დედებს

ეს წერილი mshoblebi.ge-ს ერთ-ერთმა მკითხველმა გაუგზავნა. ახალგაზრდა დედას სურს, ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს მისი წუხილი:

"ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხი რომ არის, ეს ყველა მშობელმა ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია, რას ვგულისხმობთ "აღზრდაში". მაგალითად, დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემი 4 წლის გოგონა ერთ-ერთ მარკეტში ვიყავით, სალაროს რიგში ვიდექით. ბავშვმა ხელი წაავლო ჯოხს (არ ვიცი რა ჰქვია), რომლითაც პროდუქტს ვტიხრავთ, ჩვენ წინ მდგომმა შუახნის ქალბატონმა ისეთი აგრესიით გამოგლიჯა ხელიდან ჯოხი და ისე დააგდო დახლზე, ბავშვი შეხტა მოულოდნელობისგან!

მეორე - სულ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შვილი მეტროთი ვმგზავრობდით. ჩვენ წინ ისხდნენ ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩემი შვილის ცელქობას (არ დაჯდა საკამზე, მღეროდა და რაღაცეებს მაიმუნობდა, იყო ძალიან მხიარულ განწყობაზე). როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ბავშვს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაჩერებულიყო (ძალიან მკაცრად) და ამას მოჰყვა მთელი რიგი აღმზრდელობითი ტექსტი ბავშვის მისამართით! მე თვალით ვანიშნე, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა... სწრაფი ნაბიჯით გამოვეცალეთ იქაურობას, ბავშვი იყო ძალიან დათრგული, ამ ქალბატონს კი მივუბრუნდი და ვუთხარი, ბავშვს ნუ მიშინებ-თქო (სამწუხაროდ, ძალიან გავბრაზდი და ვავმჯობინე ბავშვის თანდასწრებით არ ავფეთქებულიყავი, რაც შემდგომში ძალიან ვინანე). ამას მოჰყვა ასეთი ტექსტი: "ძალიან კარგი, თუ შეეშინდა, შენ 3-ჯერ უთხარი და არ დაგიჯერა, გათამამებული გყავს, აბა, ჩემთან გაბედოს!"

აღარ ვამბობ იმას რომ ყველა უცნობი ქუჩაში სეირნობისას საჭიროდ თვლის, რჩევა მოგცეს და გასწავლოს, როგორ "აღზარდო" შვილი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია