"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნესთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს

"ვანოს შოუს" ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი სიმსივნესთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვს

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი ქართველ მაყურებელს გადაცემა "ვანოს შოუდან" ახსოვს. 36 წლის პიანისტი თითქმის 6 წელი "ვანო ჯავახიშვილის შოუს" მუსიკალური ბენდის წევრი იყო და რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა კიდეც ბენდს, თამუნა ლეკვეიშვილის ნაცვლად.

2010 წელს გირშელი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში წავიდა. მალევე, 2011 წელს ჯაზ-პიანისტს ძვლის სიმსივნე დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ შედეგი გამოიღო და რემისია 2 წელიწადს გაგრძელდა. ახლა სიმსივნე სწრაფად ვითარდება ახალგაზრდა მუსიკოსის ორგანიზმში. მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც მუსიკოსის დაზღვევა არ ფარავს. გირშელს დაახლოებით 50 000 დოლარი ესაჭიროება დაავადების დასამარცხებლად. მის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჯერ მხოლოდ 13 000 დოლარია გადარიცხული. გირშელ ჯავახიშვილმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც დახმარებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო

გირშელის დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს მომღერალი ია ჩანტლაძეც. მან ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "ჩემო საყვარელო მეგობრებო, გთხოვთ, დავეხმაროთ ძალიან კარგ ადამიანს, ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს, კარგ მეგობარს, კიბოს დამარცხებაში. ვისაც რამდენი შეგვიძლია. მიიტანეთ გულთან ახლოს. ყოველი ადამიანის გულისხმიერება ახლა გირშელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე

"I still have so much love to give" – Help Georgian musician battle the cancer

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია